ვინ არის მეგობარი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბიჭი - „ჯერ ჩხუბი ქუჩაში დაუწყო და მერე მოკლა“

მკვლელობის ადგილი

კიდევ ერთი ფემიციდის მსხვერპლი თბილისში.  მოკლულია 40 წლამდე ასაკის ქალი. სავარაუდო დამნაშავე, მისი მეგობარი მამაკაცია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობის ფაქტამდე კამერებმა წყვილის ჩხუბი დააფიქსირეს.  მამაკაცი ჯერ ქუჩაში ელოდებოდა სამსახურიდან დაბრუნებულს, ჩხუბი ეზოში დაუწყო... მერე კი სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. ის 22 წლის მამაკაცია. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.