ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
1752525856
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. „ინფო რუსთავს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც დამწყვდეული იყო პიტბული. ძაღლი კარის გაღებისთანავე ბიჭს თავს დაესხა და დაკბინა. თვითმხილველების ცნობითვე, ეზოში მყოფებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს, რა დროსაც რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, პიტბული კი კვლავ ავტოფარეხში ჩაკეტეს.
დაშავებული 11 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ნაკბენი აქვს, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება და მას ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752521001
სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა
1752523645