„თავზარდამცემი ამბავია, ყველა შეგვძრა“ - ანსამბლი „დიდგორი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

nika gagnidze

ანსამბლი „დიდგორი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და მომღერლის, ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ „ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. 
ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს...“,-წერია სამძიმრის წერილში.

„არ მჯერა. ვერ ვიჯერებ. ორიოდე დღის წინ მწერდი ნიკუშა. ძალიან დამწყდა გული, ძალიან მენანებით. უკარგესი ადამიანები, უთბილესები, კეთილი, პატიოსანი და საამაყო ბიჭები იყავით. სიტყვები არ მყოფნის. უფალმა გაანათლოს თქვენი სულები. გამძლეობა ოჯახს“,- წერენ სოციალურ ქსელში.