ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე 77 წლის ქალმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც ის ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე ძალადობა, ასევე, ღამით სახლში კეტავდა. ქალი ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე მაშინ ძალადობდა, როცა ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
„რასა შვებით, ეგ როგორ დაწერეთ. უფრო მოვკვდები და მეტი არაფერი არ იქნება. რომ დალევდა გაბრაზდებოდა მაწუხებდა. დღისით მიკეტავდა კარებს. გარეთ მინდოდა ხოლმე გამოსვლა და არ მიშვებდა...“, - ამბობს 77 წლის ქალი.
ცნობისთვის, გამოძიება თელავის მუნიციპალიტეტის მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში 1 ივნისს არის ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603