შემზარავ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავარიაა

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა - ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა.

მათივე ცნობით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილები ძმები არიან.

„ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები…”,-ამბობს წყარო.

გარდაცვლილები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.