დღევანდელი აქციით, ხალხს ვეუბნებით, რომ მთავარი საუნჯე, რომელიც აერთიანებს ყველას საქართველოში - ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება - ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

"დღევანდელი აქციით, ხალხს ვეუბნებით იმას, რომ მთავარი საუნჯე, რომელიც აერთიანებს ყველას საქართველოში - ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება. ვეუბნები იმას, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, უნდა ვიშრომოთ, ბევრი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარების ის ტემპი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს მიღწეული და მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წვერები," - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ საერთო სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"დღევანდელი აქციით ხალხს ვეუბნებით იმას, რომ მთავარი საუნჯე, რომელიც აერთიანებს ყველას საქართველოში - ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება. ვეუბნები იმას, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, უნდა ვიშრომოთ, ბევრი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარების ის ტემპი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს მიღწეული და მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წვერები. დიახ, ზუსტად გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, იმ მაღალი ხარისხით, რომელსაც ჩვენ, "ქართული ოცნება" უკვე წლებია ვთავაზობთ საზოგადოებას, ნაბიჯ-ნაბიჯ, მდგრადად უნდა გავხდეთ ჩვენი ისტორიული მომავლის აუცილებელი მონაწილეები.

ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი. პირდაპირ გეტყვით, რომ, რიგ შემთხვევებში, ეს განცხადებები არის კონკრეტული, ვიწრო ჯგუფის განცხადებები, რომელიც დაყრდნობილია არასწორ ფილოსოფიაზე, არასწორ საწყისებზე, მაგრამ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ყოფილა ასეთი განცხადებები, საქართველოს გამოუჩენია პრინციპულობა. როდესაც ჩვენ ვყოფილვართ მკაფიოო პოზიციების გამომხატველები, რაც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს, ჩვენ ყოველთვის უკეთეს შედეგს ვიღებთ და ეს შედეგი შესამჩნევია ყველასთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ამ აქციით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენს საზოგადოებაში, საქართველოში არსებობს მტკიცე ერთობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების გზაზე იაროს და არ იყოს გახლეჩილობა, რასაც ცდილობენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ამ ძალებთან ასოცირებული მედიასაშუალებები და არასამთავრობო სექტორი. წარმოუდგენელია პარადიგმა, როდესაც არასამთავრობო სექტორი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფას,"- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.