VIDEO: ანა კოშაძის პირადი ტრაგედია: „მადლიერი ვარ, რომ ის 28 წელი მაინც მქონდა, რომელიც მასთან გავატარე”

ანა კოშაძე

ანა კოშაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ დედის შესახებ საუბრობს და მისი დაკარგვის ამბავს იხსენებს:

„თავისი ცხოვრება მთლიანად მე დამითმო. ამ გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, ეს მშობლისგან არასწორია. თითქოს, რომ გავიზარდე, თითქოს დაიკარგა… მოტივაცია ხომ არ დაკარგა სიცოცხლისთვის-მეთქი, ესეც კი მიფიქრია, იმდენად ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა.

53 წლის გარდაიცვალა. 51 წლისას უკვე ჰქონდა კიბოს დიაგნოზი… არ დანებებულა, ისე გააგრძელა ცხოვრება, როგორც ცხოვრობდა და დამოკიდებულებები ძალიან შეცვალა, მიხვდა, რომ საკუთარ ბედნიერებაზე უნდა ეფიქრა…

სიცოცხლის ბოლო წუთამდე მაჩვენებდა, რომ სჯეროდა, სიცოცხლეს გააგრძელებდა. მივხვდი, რომ ბევრ რამეს ჩემ გამო აკეთებდა… ბოლო წუთებამდეც კი ფიქრობდა იმაზე, რომ ჩვენ არ გვტკენოდა…

ერთი მომენტი მახსოვს ძალიან მტკივნეულად. სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას გავუზიარე, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, რომ ემოცია ვერ გამოხატა. ამ დროს მივხვდი, რომ ძალიან დამაკლდებოდა და იმასაც მივხვდი, რომ ვკარგავდი… მივხვდი, რომ მისი მხარდაჭერა დამაკლდებოდა. ბოლო ორი კვირა მთლიანად ერთად გავატარეთ, აღარ მელაპარაკებოდა… იმ ოთახში ვიყავით ერთად, როცა სუნთქვა გააჩერა. ხმაზე მივხვდი, რომ აღარ იყო ცოცხალი… მაინც ვიტირე…

მადლიერი ვარ, რომ ის 28 წელი მაინც მქონდა, რომელიც მასთან გავატარე”.