„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს, 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, წეროვანი, მუხრანი, ფრეზეთ და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ტუშურები, ჩაბანო, იარაჯულები და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, კაწალხევი, გომეწარი, ქალილო, უძილაურთა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.