„საბედისწერო ქურდობის ფაქტი იყო და საბედისწერო აღმოჩნდა გუშინდელი დღეც“ - რის გამო მუშაობდა მშენებლობაზე კაცი, რომელიც გუშინ დაიღუპა

jaba

უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ირკვევა, რომ შიდა სამუშაოების დროს, სამშენებლო ამწეს კალათა მოწყდა და ჯაბა ქამადაძის დაღუპვის მიზეზი ეს გახდა.

როგორც "პრაიმტაიმს" გარდაცვლილის მეგობარი უამბობს, ამ საბედისწერო დღეს, ჯაბა საქართველოში და მით უმეტეს ტრაგედიის ადგილას არ უნდა ყოფილიყო, რომ არა კიდევ ერთი საბედისწერო გარემოება - ჯაბა ქამადაძე საქართველოდან სამუშაოდ გერმანიაში მიემგზავრებოდა, მისი სახლი გაძარცვეს და თანხასთან ერთად საჭირო საბუთები დაიკარგა. 

ამის გამო, 27 წლის ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ სამუშაო მშენებლობაზე დაეწყო, თანხა შეეგროვებინა, დაკარგული დოკუმენტაცია აღედგინა და ემიგრაციაში წასულიყო... თუმცა, ჯაბა ქამადაძე იქ და იმჟამად აღმოჩნდა, სადაც მისი სიცოცხლე შეწყდა... 

"ჯაბა ქამადაძე გერმანიაში მიდიოდა, აქ ვერაფერს ახერხებდა და სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. შეაგროვა საჭირო დოკუმენტაცია, მოემზადა და მისი სახლი გაქურდეს, ქურდებმა თანხასთან ერთად ხელს მისი საბუთებიც გააყოლეს. ჯაბამ ამის გამო მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო, რათა თანხა გამოემუშავებინა და აღედგინა დაკარგული საბუთები. 

საბედისწერო ქურდობის ფაქტი იყო და ამჟამადაც, საბედისწერო აღმოჩნდა გუშინდელი დღე, როცა მშენებლობას 27 წლის კარგი ქართველის, პატრიოტი და საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა.  

ჯაბა ქამადაძეს ექსპერტიზა სოფელ ხიხანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

 

ასევე ნახეთ - რას ამბობს ოჯახის ახლობელი