24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
რუსთავში, მე-6 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მე-2 სართულზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს.
როგორც სააგენტოსთან კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, აფეთქების დროს სახლში 65 წლამდე ქალი და მისი 30 წლამდე შვილიშვილი იმყოფებოდა.
ორივე მათგანს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
"ისეთი წნევა იყო ყველა კარი დაგლიჯა. ასე თქვეს, რომ გაზი დაგროვდა და შუქი აანთეს თუ არა აფეთქდა.
ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდა სახლში და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა, დამწვრობა ჰქონდათ. აფეთქების დროს 7 სახლი დაზიანდა. ერთი თვის ნაყიდი ჰქონდათ სახლი, ახალი გაკეთებული რემონტი", - განუცხადა თვითმხილველმა "ინფო რუსთავს".
დაშავებულები თბილისში დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილნი. ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის, თქმით, ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.