პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1782848368
ნინოწმინდაში ველოსიპედით მოძრავ ბავშვს მსუბუქი მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს მოხდა. გამოცემა jnews.ge–ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჯერ ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს დაზიანება თავის არეში აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოცემის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მშობლებს თავად მძღოლმა მიუყვანა.
ახალქალაქის კლინიკის ექიმების განცხადებით, პაციენტს ნეიროქირურგის კონსულტაცია სჭირდებოდა, ვინაიდან ექიმი ადგილზე არ ჰყავდათ, პაციენტი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ბავშვს თავის ქალას მსუბუქი დაზიანება და ტვინის შერყევა აღენიშნება.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1782848368
პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1782847342