მუხიანში გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ცნობილი დიჯეია

tato kandelaki

თბილისში, მუხიანის ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი 3 დღის გარდაცვლილები არიან.

როგორც ახალგაზრდების მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები სავარაუდოდ, სტუდენტები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ.

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი, დიჯეი, ტატო კანდელაკია.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, შემთხვევის შესახებ გუშინ ღამით გახდა ცნობილი.

„ორდღიანი  ვერდაკავშირების შემდეგ მივაგენით გაყინულს, მის მეგობართან ერთად, პირდაპირ კარისკენ შერჩენილი თვალებით. მეტს ვერაფერს ვამბობ, ჯერ ექსპერტიზის პასუხიც არ ვიცი. რეალობაში დაბრუნება მიჭირს. გაუფრთხილდით სიცოცხლეს“, - წერს მეგობარი.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.