შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
ოზურგეთში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდი 16 წლის გოგოა. ის თბილისში ცხოვრობდა და სოფელ გომში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც გურიის მოამბე თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, მანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა.
გამოცემის ცნობითვე, დაშავებულებიდან ერთი სოფელ წითელმთიდანაა, დანარჩენი კი გომიდან.
„როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა, ღვიძლის დაზიანება და სხვა. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო... დაშავებულები „მედალფას” კლინიკაში იმყოფებიან სხვადასხვა სახის მოტეხილობებითა და ჭრილობებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- აცხადებენ კლინიკაში.
ცნობილია, რომ შემთხვევა წუხელ ოზურგეთის სოფელ წითელმთაში მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 არასრულწლოვანი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს