1787602102
„კომენტარი ბევრმა გააკეთა...“ - გოგა მანია გურამ დადიანიძეზე
ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა.
„გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს...“ - ამბობს გოგა მანია.
გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება.
„ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, - აცხადებს გოგა მანია.












