შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1787831447
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის პროცესი გაიმართა. გადაისინჯა და უცვლელი დარჩა აღკვეთის ღონისძიება. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
"მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად დასაშვებად იქნა ცნობილი. ბრალდების მხარემ დააყენა დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულების დაუშვებლობის შუამდგომლობა და აღნიშნული სასამართლოს მხრიდან სრულად დაკმაყოფილდა. ასევე, ძალაში დარჩა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც შეეფარდა ლევან ახობაძეს მისი პირველი წარდგენის სხდომაზე. ბრალდების მხარის მტკიცებულებებს წარმოადგენს არაერთი მოწმის გამოკითხვის ოქმი, რომლებიც უშუალოდ დაიკითხებიან სასამართლოში, ასევე გამოთხოვილი ინფორმაცია, ამოღებული ინფორმაცია, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეეხება უშუალოდ ყველა იმ ეტაპს, როგორ ხორციელდებოდა ქრთამის მოთხოვნა და გადაცემა", - განაცხადა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა.
ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მაისში დააკავა. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.