შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდი არასტაბილური იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან ძლიერი ნალექი. ცალკეულ ადგილებში შესაძლებელია სეტყვაც.
27 აგვისტო
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოშიც შესაძლებელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა. ბარში დღისით ტემპერატურა დაახლოებით +27, +32 გრადუსი იქნება.
28 აგვისტო
ნალექიანი ამინდი კვლავ შენარჩუნდება. თბილისში დღისით დაახლოებით +30 გრადუსია მოსალოდნელი.
29 აგვისტო
ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და ქვეყნის ბევრ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. თბილისში დღისით დაახლოებით +27 გრადუსიიქნება.
30 აგვისტო
შედარებით გრილი დღეა მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა დაახლოებით +26 გრადუსამდე დაიკლებს, ცალკეულ რაიონებში კი ნალექია შესაძლებელი.
31 აგვისტო
ტემპერატურის კლების ტენდენცია შენარჩუნდება. თბილისში დღისით დაახლოებით +24 გრადუსია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში შესაძლოა კვლავ იწვიმოს.
1 სექტემბერი
ამინდი შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ცალკეულ ადგილებში ხანმოკლე წვიმა გამორიცხული არ არის. თბილისში დღისით დაახლოებით +26 გრადუსი იქნება.
2 სექტემბერი
კვირის ბოლოს ამინდი შედარებით მშვიდი და გრილი იქნება. თბილისში ჰაერი დღისით დაახლოებით +26 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში განსაკუთრებით საყურადღებოა ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ამიტომ მოსახლეობას და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.