საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი

ამინდი

28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი ნალექი ძლიერი ინტენსივობის იქნება.

დილის საათებიდან წვიმა მოსალოდნელია აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

28 აგვისტოს ნალექიანი ამინდი ასევე გავრცელდება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის თბილისსა და მის შემოგარენში.

ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ამასთან, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში არსებობს მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების საფრთხეც.

მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების საფრთხის დონე საშუალოდ არის შეფასებული.