დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დათანხმდა თუ არა პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმისგან თავის შეკავებას, ტრამპმა აღნიშნა: „მე მასთან კარგი საუბრები მქონდა, ის ნატოს ტერიტორიას თავს არ დაესხმება“.