მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა
1787824908
ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი 4 პირი კი დაშავდა.
თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა-რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ერთ ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა.
გარდაცვლილი 16 წლის გოგონაა, რომელიც სოფელ გომში სტუმრად იმყოფებოდა.
გარდაცვლილი გოგონას შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ და სამძიმარს გამოთქვამენ.
„ვაი, შვილო, ეგ რა დამართე შენს ოჯახს და ჩვენ, უბანს... უფალს ებარებოდე“
„ღმერთო, რატომ, რატომ... ჩვენი ულამაზესი გოგო, 16 წლის მარიამი აღარ გვყავს... ჩვენი უბნის ტკივილი ხარ, მარი“. - წერენ დაღუპულის ახლობლები.
როგორც კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.