8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით კედელს შეეჯახნენ - ერთ-ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა

policiis lenti

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაშავებულები არიან კვადროციკლით მოძრავი 8 წლის მოზარდები.

თვითმხილველების ინფორმაციით, ალაზნის გამზირის მცხოვრებლები, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგონა კვადროციკლით კედელს შეეჯახნენ.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
ექიმების განმარტებით, ის ამ დროისათვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტს რეანიმობილით თბილისში გადაიყვანენ.

დაშავებულ გოგონას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ.