სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1780079029
მეცნიერებმა დედამიწის გარე ბირთვში უჩვეულო ფენომენი აღმოაჩინეს - თხევადი ლითონის უზარმაზარმა ნაკადმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა. კვლევის მიხედვით, რომელიც Earth.com-მა გაავრცელა, ეკვატორული წყნარი ოკეანის ქვეშ გამდნარი რკინის მასა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ სწრაფად გადაადგილდა.
დედამიწის გარე ბირთვი დაახლოებით 2,200 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ძირითადად გამდნარი რკინისა და ნიკელისგან შედგება. სწორედ ამ ლითონების მოძრაობა ქმნის პლანეტის მაგნიტურ ველს, რომელიც დედამიწას მზის მავნე გამოსხივებისგან იცავს.
მკვლევრებმა 1997-2025 წლების თანამგზავრული მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ცვლილებები განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ გახდა შესამჩნევი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა დროებითი რყევა იყოს ან დედამიწის ბირთვში მიმდინარე უფრო დიდი პროცესების ნაწილი.
სპეციალისტების თქმით, ეს მოვლენა ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და არც მიწისძვრებთან ან კლიმატის ცვლილებასთან არ არის პირდაპირ კავშირში. თუმცა, მაგნიტურ ველში ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატელიტურ კავშირზე, ავიაციის ნავიგაციასა და კოსმოსური ამინდის პროგნოზირებაზე.