დედამიწის ბირთვმა წყნარი ოკეანის ქვეშ მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა - რას ნიშნავს ეს ჩვენთვის
1780087305
ცნობილი მოდელი და ბლოგერი ჯორჯინა უზკატეგუი გამომწერებთან მორიგი გულახდილი დიალოგის დროს ტაბუდადებულ თემებზე ალაპარაკდა და საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების დეტალები გაუზიარა.
როგორც აღმოჩნდა, ცხოვრება განქორწინების შემდეგ მისთვის დასასრული კი არა, სრულიად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო თავის დასაწყისი გახდა.
ამ კითხვა-პასუხში ჯორჯინამ პირველად ისაუბრა იმ უდიდეს მენტალურ წნეხსა და საფრთხეზე, რომლის გადატანაც მას და მის ოჯახს მოუწია. კითხვაზე, მოიპოვა თუ არა სულიერი სიმშვიდე და რა იყო ამ გზაზე ყველაზე რთული, მოდელმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა:
„გარკვეული ჯგუფი რეალობის დამახინჯებას - ისინი ჩემი ძმის ფოტოსურათსაც კი იყენებდნენ, რათა ჩემგან ისეთი პიროვნება გამოეყვანათ, რომელიც სინამდვილეში არ ვარ. ამ ყველაფერმა ჩემ მიმართ უდიდესი აგრესია, დევნა და სიძულვილი გამოიწვია; საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მე და ჩემს ქალიშვილს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ“, - აღიარა უზკატეგუიმ.
მიუხედავად განვლილი ჯოჯოხეთისა და იმისა, რომ მისი ძველი რეალობა სრულად დაიშალა, ბლოგერი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. მეტიც, იგი კვლავ ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და სამომავლო გეგმებსაც ღიად აჟღერებს. კითხვაზე, აპირებს თუ არა კიდევ დაქორწინებას, ჯორჯინა ასე პასუხობს: „რა თქმა უნდა! და 3 შვილსაც გავაჩენდი. ოცნებები არ მსხვრევა, ისინი მხოლოდ ახალ ფორმას იძენენ“
