ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: ევროპული და ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის დაფაზე. რაღაც ზარალიც რომ მიაყენონ რუსეთს, ესეც საკმარისია და არ აინტერესებთ შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის

იან პრაუდი

ევროპული ელიტებისთვის, ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის დაფაზე. რაღაც ზარალიც რომ მიაყენონ რუსეთს ესეც საკმარისია და არ აინტერესებთ შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

მისი თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება უმძიმესი სანახავია.

„საქართველო ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიიწევს წინ. თუ ამას ჩვენ შევადარებთ უკრაინას, რომელიც ომში იმყოფება უკვე ოთხი წელია, რომელიც ევროპელ ლიდერებს არ უნდათ, რომ დაასრულონ და რომლის მიზეზიც მე არ მესმის, უკრაინა გახლავთ გაკოტრებული ქვეყანა. დაცლილი მოსახლეობისგან. 10 მილიონი მოქალაქე გაიქცა უკრაინიდან, მილიონი დაიღუპა, ქალაქები მიწასთან არის გასწორებული, კორუფციამ ყველა ზომას გადააჭარბა. ასობით მილიონი დოლარია ჩადებული უკრაინაში და ნაწილი მოიპარა ზელენსკის რეჟიმმა. ყოველდღე ვხედავთ ვიდეოებს, როგორ მიათრევენ ახალგაზრდებს ქუჩიდან, ტენიან მანქანებში, რომ ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნონ. ეს არ გახლავთ ის სურათი, რომლის დანახვაც მინდა ოდესმე საქართველოში“, - განაცხადა იან პრაუდმა.