„ჩვენო ტკბილო, თბილო და კეთილო ვაჟკაცო, ძალიან გვატკინე გული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1780602878
ეს რომ მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, უცხოელი ელჩი რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ პროტესტი მიდის პარლამენტის გარეთ, ყველა გაზეთში იქნებოდა მოთხოვნა, რომ ეს ელჩი გაეწვიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
მისი თქმით, . საქართველოში გამოწვევა გახდა ის, რომ პროტესტი გახდა საერთაშორისო და მას აფინანსებენ გარე ძალები.
„პროტესტი მისაღებია, კარგია თუ იგი სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული. ლონდონში თუ ჩახვალთ, კვირის ნებისმიერ დღესაა პროტესტი პარლამენტის შენობასთან - ომზე, უკრაინაზე, ევროპაზე, თავად მთავრობის ქმედებებზე, რომელიც ძალიან არაპოპულარულია ამჟამად. ეს არის ნორმალური. უცხოელი ელჩები ხომ არ დგანან პარლამენტთან და ამბობენ, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ თურმე პროტესტანტები ამას აცხადებენ?! ეს რომ მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, უცხოელი ელჩი რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ პროტესტი მიდის პარლამენტის გარეთ, ყველა გაზეთში იქნებოდა მოთხოვნა, რომ ეს ელჩი გაეწვიათ. საქართველოში გამოწვევა გახდა ის, რომ პროტესტი გახდა საერთაშორისო და მას აფინანსებენ გარე ძალები - ევროპიდან, ამერიკიდან, თუმცა ამერიკიდან დაფინანსება ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შემცირდა“, - აღნიშნა პრაუდმა.