1784986541
მახინჯაურის სანაპიროსთან, ზღვაში, აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შსს-მ მახინჯაურის სანაპიროსთან, ზღვაში, მცურავ სამხედრო დანიშნულების საბრძოლო აღჭურვილობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა შემთხვევა მაშინ შენიშნეს, როდესაც კატერით ზღვაში სეირნობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საგანი ზღვიდან უკვე ამოღებულია და დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით.












