შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1793702198

შალვა პაპუაშვილი: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტიპის ორგანიზაციებს სანდოობა არ აქვთ, რაზეც დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ღიად საუბრობს, დარწმუნებული ვარ, ამ ქსელის მხილების ახალი ტალღა იქნება

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტიპის ორგანიზაციებს სანდოობა არ აქვს. მოუსმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რას საუბრობს იგივე „ამნესთი ინთერნეიშენალზე“, ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეს ორგანიზაციები შექმნილია სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენისთვის, რომ სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა ყალბი ანგარიშებიდან გავლენის ქვეშ მოაქციონ სახელმწიფოები.„ამ ორგანიზაციების მთელი ქსელია, რომელზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ღიად საუბრობს. აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობდა მის მიერვე დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, მაგალითად, „იუესაიდზე“ და სხვებზე, რომელიც თაღლითობაში და სხვა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაში ამხილა, ახლა კი საუბრობს საერთაშორისო დონეზე მოქმედ ორგანიზაციებზე, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ ტიპის ორგანიზაციებზე. დარწმუნებული ვარ, ამ ქსელის მხილების ახალი ტალღა იქნება, რომლის ერთადერთი მიზანია, სხვადასხვა სახელმწიფოების დაქვემდებარება მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. რადგან ბიძინა ივანიშვილს სხვაგვარად ვერ აიძულეს, საქართველოსთვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს, ცდილობენ, სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და შეეცადონ ზიანი მიაყენონ. საბოლოო ჯამში, თავს სასაცილოდ იხდიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა. სიაში არიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ამერიკელი მილიარდელი ილონ მასკი, სულ 135 ადამიანი.  

კაია კალასი

მსოფლიო • 1793547353

„დიდი ოცეულის“ სამიტში პუტინის შესაძლო მონაწილეობა ყოველდღიურად ჩადენილი ომის დანაშაულების ნორმალიზების რისკს ქმნის - კაია კალასი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ დეკემბერში მაიამიში „დიდი ოცეულის“ სამიტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მონაწილეობამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთის დაბლოკვის ლეგიტიმაციას, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება.ამის შესახებ კალასმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, კრემლის ლიდერისთვის აშშ-ის მიწვევა „ბევრ სერიოზულ კითხვას ბადებს“.„ეს ქმნის ყოველდღიურად ჩადენილი ომის დანაშაულების ნორმალიზების რისკს“, — აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.რაც შეეხება აშშ-ში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობას, კალასმა განაცხადა, რომ ლავროვმა არ გამოავლინა მზადყოფნა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.კალასის თქმით, რუსეთს მშვიდობა მართლა რომ სურდეს, უპირველეს ყოვლისა, შეწყვეტდა თავდასხმებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

ლავროვი

მსოფლიო • 1793442223

პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკის თუ შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას - სერგეი ლავროვი

ატლანტაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის უკრაინის ლიდერი მოსკოვში უნდა ჩავიდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვში ზელენსკის უსაფრთხოება სრულად იქნება გარანტირებული.„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ზელენსკი პრეზიდენტი გახდა, ბოლო ექვიოდე წლის მთელი ისტორიის მიუხედავად, იგი კვლავ მზადაა მასთან შესახვედრად. მან ეს მას შემდეგ თქვა, რაც ზელენსკიმ პირდაპირი შეხვედრისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: თუ მას შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას, რისი გარანტიაც, როგორც მესმის, კიევში ვერ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლავროვმა.ლავროვმა პრესკონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მხარეებს შორის კონსტრუქციული საუბარი შედგა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და ამერიკის ეროვნული ინტერესები უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა, იმ სფეროებში, სადაც თანხვედრა არსებობს, ორმხრივი და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელება აუცილებელია.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1793306551

ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ, ჩვენ მზად ვართ, თუმცა ევროპასთან ომი არ გვსურს - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ევროპასთან ომი არ სურს, თუმცა ამისთვის მზად არის.„ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. ეს სწორია თუ არა? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მზად ვართ, თუმცა ევროპასთან ომი არ გვსურს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში, რუსეთ-აფრიკის მესამე სამიტზე.როგორც პუტინმა აღნიშნა, დასავლეთმა ვერ მიაღწია მიზანს, დაემარცხებინა რუსეთი სტრატეგიულ დონეზე. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთმა ამ მიზანს 2030 წლისთვის მიაღწიოს. პუტინის განცხადებით, თუ რუსეთსა და ევროპას შორის ომი დაიწყება, გამარჯვებული არავინ იქნება.„თუ საქმე რუსეთსა და ევროპას შორის ომამდე მივა, გამარჯვებულები არ იქნებიან. ეს არავინ უნდა დაივიწყოს“, – აღნიშნა პუტინმა.ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ევროპულ ქვეყნებთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისკენ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯს.„ჩვენ მხარს ვუჭერთ  და ამის შესახებ ყოველთვის ვამბობდი, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენისკენ არის მიმართული. იქნება ეს ყველა ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის სახით, თუ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. გთხოვთ, ჩვენთვის სულერთია, რომელ გზას აირჩევენ ისინი“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1793294418

რუსეთი ყოველთვის აფრიკელი ხალხების გვერდით იდგა და მათ კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა - ვლადიმერ პუტინი

რუსეთი ყოველთვის აფრიკელი ხალხების გვერდით იდგა და მათ კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, რუსეთ-აფრიკის მესამე სამიტზე განაცხადა, რომელსაც აფრიკის კონტინენტის 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება.პუტინის მტკიცებით, რუსეთმა ყოვლისმომცველი და უანგარო მხარდაჭერა გაუწია აფრიკის სახელმწიფოებს თავისუფლების, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, სუვერენული განვითარებისა და საკუთარი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მოდელების არჩევის უფლებისთვის ბრძოლაში.„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი მხარს უჭერდა და კვლავაც მხარს უჭერს აფრიკული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვას, მდგრადი ზრდის მიღწევას, ასევე მათი ეკონომიკებისა და სოციალური სფეროების გაძლიერებას. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თქვენთან თანამშრომლობა ყველა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და აფრიკას ერთმანეთთან მეგობრობისა და მჭიდრო პარტნიორობის მართლაც მტკიცე კავშირები აერთიანებს.„ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ მრავალპოლარული, ჭეშმარიტად დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში — მსოფლიო წესრიგისა, რომელიც თავისუფალია კარნახისა და ორმაგი სტანდარტებისგან და ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

მსოფლიო • 1793127585

ვლადიმერ პუტინი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.შეხვედრა მოსკოვში, „გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები რუსეთისთვის შეშფოთების საგანია.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რეგიონში ვითარება დადებითად განვითარდება.„ჩვენ ახლახან განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ ჩვენში, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში, რადგან ირანთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენ მეზობლები ვართ. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და ვცდილობთ, ყველა მათგანი განვახორციელოთ. იმედი გვაქვს, რომ მოვლენები დადებითად განვითარდება“, – განაცხადა პუტინმა.თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მადლობას უხდის რუსეთს პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.ამასთან, ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველდღიურად იზრდება.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვაფასებთ თქვენს რჩევებსა და მხარდაჭერას პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებში. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები იზრდება და დღითიდღე ვითარდება. რეგიონში თავისი ქმედებებით აშშ ფაქტობრივად, გვიბიძგებს, რომ ერთად გავაგრძელოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის კურსი“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

კრემლი

მსოფლიო • 1792925618

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება დაწყებულია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის მომზადება უკვე დაიწყო.„ახლა უკვე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვშიც, პეკინშიც და ვაშინგტონშიც პრინციპში მზად არიან შეხვედრის ჩასატარებლად და მისი მომზადება უკვე დაიწყო“, - განაცხადა მან.The Wall Street Journal წერდა, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას შესთავაზა. გამოცემის წყაროების ცნობით, ამ შეხვედრაზე, რომლის ჩატარებაც 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში იგეგმება, პუტინს ომის მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით დასრულებაზე სურს შეთანხმება.

ვლადიმერ პუტინი

ომი უკრაინაში • 1792754436

ვლადიმერ პუტინი – გენეტიკური კვლევების თანახმად, რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, ამიტომ, ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და მძიმე ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად

 ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ამ მძიმე, რთული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად, რადგან უკრაინელები ჩვენთვის ძალიან ახლობელი ხალხია, ხომ გესმით?,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადმიერ პუტინმა განაცხადა.„რა უნდა ვთქვათ, ბოლო გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს ერთი ხალხია – რუსები და უკრაინელები. თუ ვინმეს სხვაგვარად სურს აზროვნება, სხვაგვარად ფიქრი, კარგი, ჩვენ ამას ვეთანხმებით. ასეთია რუსეთის ისტორიული განვითარების გზა, ასეთია დღევანდელი რეალობა. თუმცა, ყველაფერზე შეიძლება შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი თავიდანვე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე იყო.„ჯერ კიდევ 2014 წელს ვსაუბრობდით ამაზე: მოდით, დაგეხმარებით, რომ მაშინდელი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთთან შეთანხმებას მიაღწიოთ. არა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქვემეხები და თვითმფრინავები გამოიყენეს, ფაქტობრივად, ომი გააჩაღეს. შემდეგ იყო მინსკის შეთანხმებები. ჩვენ ხომ ყოველთვის ვცდილობდით, მათ შეთანხმებისთვის მიეღწიათ უკრაინის იმ ნაწილთან, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივ გადატრიალებას არ ეთანხმებოდა. არა, ამაზე უარი თქვეს. შემდეგ, დონბასში ხალხის დაცვის მიზნით ჩვენი მოქმედებების დაწყებამდე, მათ კიდევ ვუთხარით: მოდით, ყოველგვარი გართულების გარეშე შევთანხმდეთ. არა, ვიომებთო“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1792738644

დავით ქართველიშვილი: უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი — ჩინეთში და ორი — საქართველოში — პროგრამაშია ბათუმის წყევლითი და თბილისის უწყვეტი აქციები — ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე

 პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, იმის ფონზე, როცა საქართველოში დაგეგმილია რადიკალური ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ჩინეთში დაგეგმილი მსოფლიოს სამი გამოკვეთილი ლიდერის - დონალდ ტრამპის, სიძინპინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, უმნიშვნელო სახეს იღებს.„უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი - ჩინეთში და ორი - საქართველოში. უმნიშვნელოთი დავიწყოთ: ჩინეთში ერთმანეთს შეხვდება მსოფლიოს სამი გამოკვეთილი ლიდერი - დონალდ ტრამპი, სიძინპინიდა ვლადიმერ პუტინი. ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტები უკვერაცხავენამ შეხვედრას, როგორც „იალტა 2.0“-ის დონის მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებსაც გადიან ამჟამად - ხან ნორვეგიაში, ხან რუსეთში. ამ შეხვედრას ეხმაურება, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტიც, რომელმაც არ გამორიცხა ქვეყნის 75%-ის გადასარჩენად 25%-ის დროებით დათმობაზე თანხმობა.ეს არის ამ უმნიშვნელო ღონისძიებების მოკლე ანონსი. ახლა კი მნიშვნელოვანს დავუბრუნდეთ: ქართული რადიკალური ოპოზიციის 25 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მრავალრიცხოვანი, ხოლო 28 ნოემბერს - გრანდიოზული საპროტესტო აქციები, რომლებსაც, ივანიშვილის დაკვეთით, „დიდი სამეულის“ შეხვედრით ცდილობენ გადაფარონ, რაც „რუსულ რეჟიმს“, რა თქმა უნდა, არ გამოუვა.ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს შორის ასევე პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები - ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე. ასე რომ, „არ გადართოთ“ - ცხელი შემოდგომა მხოლოდ ახლა კრეფს თავის დუღილის გრადუსს. დაკანცა!!!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

პუტინი

მსოფლიო • 1792700742

სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების საკითხის განხილვა, ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს. საუბარია რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე.მისივე თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება.„ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. კერძოდ, საუბარია ასეთი შეთანხმებების საბოლოო ვერსიებზე. მზად ვართ, ეს კონტაქტები ამ მიზნის მისაღწევად განვაახლოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უიტკოფმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა განიხილონ. რუსეთის პრეზიდენტი ამ მიდგომას დაეთანხმა.„აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა, რომ მომავალში უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს თუ განვიხილავთ, ბუნებრივია, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზეც უნდა ვისაუბროთ. ზოგადად, ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, ჩვენ ამას ვეთანხმებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, პუტინის თქმით, უკრაინისთვის ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა.„უპირველესად, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია: ეს მათი ტერიტორია არ არის. ეს ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. ვფიქრობ, უადგილოა საუბარი რაიმე ტერიტორიულ დანაკარგებზე. თუმცა ეს სადავო საკითხია. ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება კამათი“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება.„ჩვენ ევროპასთან რაიმე სახის ომისთვის არ ვემზადებით“, – აღნიშნა პუტინმა.

ნაქარგიანი ზედა

მსოფლიო • 1792610741

მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას.მისივე თქმით, შეხვედრის თარიღები ჯერ ისევ შეთანხმების პროცესშია.ზელენსკის განცხადებით, ეს არის აშშ-ის  პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგი.„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, რა თარიღებში გაიმართება შეხვედრა. დღის წესრიგი ნათელია, ომის დასრულება, მშვიდობასთან დაახლოება და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.„რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, ვფიქრობ, არა უგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობა სამმხრივი, ტექნიკური დონის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1792592760

პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას პრინციპულად დათანხმდა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.უშაკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შესაძლოა, 10 ნოემბრის შემდეგ განახლდეს.მისი თქმით, შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება იქნება.განცხადება უშაკოვმა სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უიტკოფმა ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან გამართა მოლაპარაკებები. ამერიკელმა წარმომადგენელმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

✕