პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა - კრემლი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას პრინციპულად დათანხმდა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.

უშაკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შესაძლოა, 10 ნოემბრის შემდეგ განახლდეს.

მისი თქმით, შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება იქნება.

განცხადება უშაკოვმა სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უიტკოფმა ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან გამართა მოლაპარაკებები. ამერიკელმა წარმომადგენელმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

✕