„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ფლორიდის შტატში დეკემბერში გაიმართება. ინფორმაციას The Atlantic-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში თავისი დიპლომატიური მცდელობების ფინალს ხედავს.
თეთრი სახლის ლიდერის მრჩევლების განცხადებით, ტრამპი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის დროს პირადად იდგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი უკრაინულ მხარეზე მკაცრი წნეხის შესაძლებლობასაც განიხილავს, - იუწყება გამოცემა.
„ის [ტრამპი] გაბრაზებულია უკრაინაზე და მას სურს, რომ ზელენსკი წავიდეს“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთ წევრს.