აშშ-ში 31 წლის ქალი გარდაიცვალა — ოჯახი მიიჩნევს, რომ ChatGPT-მა მათი შვილი მოკლა
1793308615
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ევროპასთან ომი არ სურს, თუმცა ამისთვის მზად არის.
„ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. ეს სწორია თუ არა? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მზად ვართ, თუმცა ევროპასთან ომი არ გვსურს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში, რუსეთ-აფრიკის მესამე სამიტზე.
როგორც პუტინმა აღნიშნა, დასავლეთმა ვერ მიაღწია მიზანს, დაემარცხებინა რუსეთი სტრატეგიულ დონეზე. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთმა ამ მიზანს 2030 წლისთვის მიაღწიოს. პუტინის განცხადებით, თუ რუსეთსა და ევროპას შორის ომი დაიწყება, გამარჯვებული არავინ იქნება.
„თუ საქმე რუსეთსა და ევროპას შორის ომამდე მივა, გამარჯვებულები არ იქნებიან. ეს არავინ უნდა დაივიწყოს“, – აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ევროპულ ქვეყნებთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისკენ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ამის შესახებ ყოველთვის ვამბობდი, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენისკენ არის მიმართული. იქნება ეს ყველა ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის სახით, თუ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. გთხოვთ, ჩვენთვის სულერთია, რომელ გზას აირჩევენ ისინი“, – განაცხადა პუტინმა.