„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, იმის ფონზე, როცა საქართველოში დაგეგმილია რადიკალური ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ჩინეთში დაგეგმილი მსოფლიოს სამი გამოკვეთილი ლიდერის - დონალდ ტრამპის, სიძინპინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, უმნიშვნელო სახეს იღებს.
„უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი - ჩინეთში და ორი - საქართველოში. უმნიშვნელოთი დავიწყოთ: ჩინეთში ერთმანეთს შეხვდება მსოფლიოს სამი გამოკვეთილი ლიდერი - დონალდ ტრამპი, სიძინპინიდა ვლადიმერ პუტინი. ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტები უკვერაცხავენამ შეხვედრას, როგორც „იალტა 2.0“-ის დონის მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებსაც გადიან ამჟამად - ხან ნორვეგიაში, ხან რუსეთში. ამ შეხვედრას ეხმაურება, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტიც, რომელმაც არ გამორიცხა ქვეყნის 75%-ის გადასარჩენად 25%-ის დროებით დათმობაზე თანხმობა.
ეს არის ამ უმნიშვნელო ღონისძიებების მოკლე ანონსი. ახლა კი მნიშვნელოვანს დავუბრუნდეთ: ქართული რადიკალური ოპოზიციის 25 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მრავალრიცხოვანი, ხოლო 28 ნოემბერს - გრანდიოზული საპროტესტო აქციები, რომლებსაც, ივანიშვილის დაკვეთით, „დიდი სამეულის“ შეხვედრით ცდილობენ გადაფარონ, რაც „რუსულ რეჟიმს“, რა თქმა უნდა, არ გამოუვა.
ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს შორის ასევე პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები - ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე. ასე რომ, „არ გადართოთ“ - ცხელი შემოდგომა მხოლოდ ახლა კრეფს თავის დუღილის გრადუსს. დაკანცა!!!“ - წერს დავით ქართველიშვილი.