„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება. სხდომები მომავალ კვირაშიც ჩაინიშნა. უკვე გამართული ორი პროცესი კი თითქმის სრულად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მათგან მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი არ დააკმაყოფილა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა სახის შუამდგომლობები. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს და მათ ანტი კონსტიტუციურ ქმედებებზე საუბრობს.
"დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი და სავარაუდოდ, დავიწყებთ უკვე ახსნა-განმარტების ეტაპს. ორი დღე ვითხოვდით ჩვენ გაგვერკვია თითოეული პარტია თუ რომელს რა ეპიზოდი მიემართებოდა იმ ერთიანი ხელოვნური და აბსურდული სარჩელით, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერც მოსამართლეებმა და ვერც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლეს ჩვენთვის ამის არც ვერც ახსნა და ის შუამდგომლობებიც, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა, არ იქნა დაკმაყოფილებული.“ - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე.