დაკავება

სამართალი • 1791184881

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

 შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი.ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული  ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოტიკული საშუალებების  უკანონო ბრუნვის, გავრცელებისა და რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ.

ოქრო

სამართალი • 1791182162

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა  8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000- მდე ლარს შეადგენს.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაბანი

სამართალი • 1791181893

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯორჯიის შტატი

მსოფლიო • 1791181738

ჯორჯიის შტატში გამართულ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

 ჯორჯიის შტატის ქალაქ ვენაში გამართულ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 36-მდე კი დაშავდა.ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სროლას 21 და 23 წლის მამაკაცები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა ასაკი 14-დან 51 წლამდეა. მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.ინციდენტი სკოლის გამოსაშვები კვირეულის ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. უცნობია თავდასხმის მოტივი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დაკავება

სამართალი • 1791181601

პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტოსადგომიდან აღნიშნული ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა

პოლიტიკა • 1791178008

სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება

„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება, მკაცრადაც დაისჯება.„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც. პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღენახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რუსეთი

მსოფლიო • 1791143556

რა არის ცნობილი კაცზე, რომელიც ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და ქალიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული

ვინ არის 47 წლის ქართველი, თეიმურაზ გოგიაშვილი, რომელსაც მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობას ედავებიან - რას ამბობენ მასზე რუსული მედია და გამოძიება.ის ქართული წარმოშობისაა და 1979 წელს არის დაბადებული. რუსეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა.სხვადასხვა წყაროს მიხედვით, გარკვეული პერიოდი დონეცკსა და ლუგანსკში ცხოვრობდა, შემდეგ კი რუსეთში გადავიდა. 2024 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.მოსკოვში მუშაობდა ფიტნეს-ტრენერად და საკუთარ პროფილში უთითებდა, რომ ძალისმიერ და ფუნქციურ ვარჯიშებს მიჰყვებოდა. ასევე აცხადებდა, რომ იყო პაუერლიფტინგში სპორტის ოსტატობის კანდიდატი. 2023 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული და ავტომობილებისთვის კომპონენტების წარმოებას ეწეოდა. მასთან დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ფინანსური დავაც: სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ტულის ერთ-ერთი საწარმოს სასარგებლოდ მას 42,11 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა, დამატებით კი დაახლოებით 570 ათასი რუბლის სასამართლო ხარჯი. 2020 წელს მას რუსეთში შესვლაზე სამწლიანი შეზღუდვაც დაუწესდა, რომელიც სასამარტლოში გაასაჩივრა და გაუუქმდა.დაკავებისას და შემდგომი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, გავრცელებული ინფორმაციით, ავტომატები, პისტოლეტები, ყუმბარები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილი ორივე მკვლელობის საქმეზე აღიარებით ჩვენება მისცა და ამბობს, რომ თავდაპირველად 19 წლის გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა. ეს ჯერ გამოძიების ვერსიაა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს. სავარაუდო მოტივად სამართალდამცველები ამ ეტაპზე კონფლიქტსა და ფინანსურ პრობლემებს განიხილავენ, თუმცა ზუსტი მოტივი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის.

ელენა წერეთელი

საზოგადოება • 1791131165

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი, და მისი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს.3 ოქტომბერს, ჟულებსკის ბულვარზე მდებარე ბინაში ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. ექსპერტებმა ადგილზე სისხლის, იარაღისა და საბრძოლო მასალის კვალი იპოვეს.გამოძიებამ სამართალდამცველები ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხამდე მიიყვანა, რომელსაც ელენა წერეთლის პარტნიორი იყენებდა. იქ 19 წლის გოგონას ცხედარი და იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ გოგიაშვილია. ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ორივე მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ თავდაპირველად გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა.ადვოკატ ალექსეი პეტროპოლსკის განცხადებით, ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.გამოძიება ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივსა და საქმის სხვა დეტალებს ადგენს.

პენიტენციური სამსახური

საზოგადოება • 1791123345

გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.„პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში.პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

flydubai

მსოფლიო • 1791103453

FlyDubai-ს რეისზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

 არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის განცხადებით, ისრაელში მიმავალი FlyDubai-ის რეისის კაპიტანზე თავდასხმაში ბრალდებულმა მეორე პილოტმა, მის წინააღმდეგ საავარიო ნაჯახი გამოიყენა და "ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა". ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა, დოქტორმა ანვარ გარგაშმა, ინციდენტს "საშიში ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.ცნობისთვის, ავარიული ნაჯახი არის ინსტრუმენტი, რომელიც პილოტების კაბინაში ინახება და საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლადაა განკუთვნილი.არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის, ჰამად საიფ ალ-შამსის თქმით, FlyDubai-ის FZ1073 რეისის მეორე პილოტმა თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება სცადა.euronews-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიება გრძელდება "ინციდენტის ყველა გარემოების, მისი მოტივებისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი კავშირის გასარკვევად, ასევე ფიზიკური და ციფრული მტკიცებულებების ტექნიკური შემოწმებისა და ანალიზის დასასრულებლად"."გამოცემა Associated Press-ის წყაროების ცნობით, მეორე პილოტი, რომელმაც თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი რეისის ჩამოგდება სცადა, ომანის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამია. იგივე წყაროები და ასევე The Wall Street Journal-ი იუწყებიან, რომ ომანის ხელისუფლებამ მას ადრე ფრენის უფლება შეუჩერა მისი რადიკალური იდეოლოგიური შეხედულებების გამო. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და FlyDubai-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებიათ მეორე პილოტის ვინაობა, რადგან ინციდენტის გამოძიება გრძელდება" - წერს euronews-ი.

დაკავება

სამართალი • 1791096547

დაკავებულმა, თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, წაშლის სანაცვლოდ კი თანხა მოსთხოვა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

სამართალი • 1791095461

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - სამართალდამცველებმა​ 5 პირი​ დააკავეს, მათ შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოდამნაშავეთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში, ე.წ. დადების მეთოდით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდა.პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕