1794936548
დაღუპულია 3 ადამიანი - მძიმე ავარია ქვიშხეთთან
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.
დაღუპულებს შორის 1 მამაკაცი და 2 ქალია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავარიის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.











