ვის ელოდება კონფლიქტები და ფინანსური დანაკარგები... – კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

mikheil cagareli

„მიმდინარე კვირა ყველაზე რთული კვირაა ნოემბერში, ამიტომ ყველაფერი რასაც გააკეთებთ მეტი სიფრთხილით და ყურადღებით გააკეთეთ“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.

ასტროლოგი გვირჩევს ჯანმრთელობას მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით წნევას და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - სამშაბათი, ოთხშაბათი შაბათი და კვირა.

„დღეს ხელმძღვანელებთან გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება და წინდახედულობა. კვირას მზე ტოვებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ცეცხლის სტიქია შემოდის და წყლის სტიქია უკან იხევს. კვირას დილის 11:24 წთ-ზე მოხდება ეს ყველაფერი“, - ამბობს ასტროლოგი.

როგორც ასტროლოგი გვირჩევს ამ პერიოდში მოიმატებს ფულის უყაირათოდ ხარჯვა და სულსწრაფობა.​

✕