4 ნივთი, რაც უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე, რომ იღბლიანი წელი გქონდეთ
1795033323
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან – ბებია, ბაბუა და მათი არასრულწლოვანი შვილიშვილი. კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ასევე ავარიის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს და საზოგადოებას დაშავებული ბავშვის, ბარბარეს გადარჩენისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს.
„მძიმე ღამე დაგვიდგა... საოცარი ოჯახი გაუბედურდა. ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას და მისი და ძალიან მძიმედ არის. გეხვეწებით, არ დაიზაროთ, უნდა ვილოცოთ ბარბარეს გადარჩენისთვის“, – წერს ოჯახის ახლობელი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.