მარკო როსი

სპორტი • 1790885307

„საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა...“ - რა თქვა უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მატჩამდე

მარკო როსიმ საქართველოსთან ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა – უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე და მეტოქეზე ისაუბრა.„საქართველოსთან უფრო სწრაფი თამაშია საჭირო, აუცილებელია მეტი ხარისხის ჩვენება შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ერთა ლიგის პირველი მატჩის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, მათი თამაშის სტილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი მაღალი დონის მოთამაშეა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია – ის მოედანზე ყველა მიმართულებით თავისუფლად გადაადგილება და მის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება. თუმცა ამ გუნდთან მოგება შეგვიძლია“.ერთა ლიგის გათამაშების მესამე ტურში უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ 2 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება.

სანიოლი - ხვიჩა

Crystalsport • 1790451900

„ერთად ბევრი რამ გავიარეთ“ - ხვიჩა სანიოლს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვილი სანიოლს ემოციური პოსტით დაემშვიდობა.„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/88294-ertad-bevri-ram-gaviaret---khvicha-saniols-daemshvidoba 

ბუდუ

სპორტი • 1790444620

მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის... - ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხბურთელი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ვილი სა­ნი­ოლს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა."მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ამ ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ. ეს იყო სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა. მად­ლო­ბა, რომ მო­მე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით თა­მა­ში­სას არა­ერ­თხელ გა­მე­ხა­რე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. თქვენ გაგ­ვიყ­ვა­ნეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რა­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დით. ამის გამო თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი, ჩემი ჩათ­ვლით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თქვე­ნი მად­ლი­ე­რი იქ­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, თქვენ და თქვენს ოჯახს მო­მა­ვალ­ში მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ," - და­წე­რა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.ვილი სანიოლს ემოციური პოსტით ხვიჩა კვარაცხელიაც გამოემშვიდობა.დღეს ცნობილი გახდა, რომ ვილი სა­ნი­ოლ­მა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი და­ტო­ვა. ფრანგ სპე­ცი­ა­ლისტს რე­ვაზ სვა­ნა­ძე შეც­ვლის.

კვარა

სპორტი • 1790364900

VIDEO: „ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეაფასა, მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და გულშემატკივრებს გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის გამო ბოდიში მოუხადა.

ხვიჩა თოკო

სპორტი • 1790317889

„ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით... მისი წარმატება ჩემზე ალბათ 100-ჯერ მეტად გამიხარდება“ - ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიების შეხვედრა

„ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით... იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი“ - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა და ძმასთან, თორნიკესთან შეხვედრის ემოციებზე ისაუბრა. ძმები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ.„ძალიან ემოციური ადამიანი არ ვარ, ხანდახან მიჭირს გამოხატვა, მაგრამ როცა მითხრეს, რომ ახალგაზრდული ნაკრები მოდიოდა, ძალიან გამიხარდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი თოკოს. უკვე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, სიამაყით ივსები, ხვდები, რომ შენი ძმა სწორად შრომობს, სწორად აკეთებს რაღაცებს და მისი წარმატება ჩემზე ალბათ ასჯერ მეტად გამიხარდება. იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი. ძალიან ამაყი ვარ, ჩემი ძმით,“  - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ბჯ

ტაბლოიდი • 1790258100

ნიცა თავაძე პატარა დამიანესთან გადაღებულ თბილ ფოტოებს აქვეყნებს

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია.დამიანეს ფოტოები და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე ვირუსულად ვრცელდება და ათასობით ადამიანის დადებით შეფასებასა და თბილ კომენტარებს იმსახურებს. ახლახან კი ნიცა თავაძემ გამომწერებს კიდევ ერთი ტკბილი მომენტი გაუზიარა.მან სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დედა-შვილის განსაკუთრებული კავშირი ჩანს.

კვარა

სპორტი • 1790206786

„თუ ოქროს ბურთს მოიგებ, იცი, სად მოათავსებ?“ - ხვიჩას პასუხი, რომელმაც ფრანგი ჟურნალისტი გაახალისა

თუ ოქროს ბურთს მოიგებ, იცი, სად მოათავსებ მას? - ფრანგი ჟურნალისტის ამ კითხვას ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ასე პასუხობს:„არ ვიცი. ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია. ალბათ, ჩემს ბავშვს მივცემ სათამაშოდ“.„ოქროს ბურთის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთელის მხარდაჭერა შეუძლიათ.ნახეთ, ვიდეო და დატოვეთ მხარდამჭერი კომენტარი ↓           View this post on Instagram                       A post shared by Ballon d’Or (@ballondorofficial)

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი • 1790112207

მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა

„ოქროს ბურთის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთელის მხარდაჭერა შეუძლიათ.ნახეთ, ვიდეო და დატოვეთ მხარდამჭერი კომენტარი ↓           View this post on Instagram                       A post shared by Ballon d’Or (@ballondorofficial)

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი • 1790083969

„ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიდეო გამოაქვეყნა

„ოქროს ბურთის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთელის მხარდაჭერა შეუძლიათ.ნახეთ ვიდეო და დატოვეთ მხარდამჭერი კომენტარი ↓           View this post on Instagram                       A post shared by Ballon d’Or (@ballondorofficial)

მამარდა

სპორტი • 1790017397

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 21 სექტემბერს შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა გურამ კაშია, რომელმაც სანაკრებო კარიერა წელს დაასრულა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 17 ფეხბურთელი იყო, მათ შორის: დავით კერესელიძე, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. სავარჯიშო პროცესს 22 სექტემბრიდან გიორგი გაგუა, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდებიან.საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი – უკრაინას. 2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება. ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე“, თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა“, საქართველო).მცველები: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი“, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა“, იტალია), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი“, უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე“, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („კაისერისპორი“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი („ბაშაქშეჰირი“, თურქეთი).ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია“, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო“, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ“, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო“, საქართველო), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა“, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).მატჩების განრიგი:25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – უკრაინა2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი – საქართველო5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო 1TVSPORT 

უსმან დემბელე

სპორტი • 1789886395

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ - დემბელე

„ოქროს ბურთის“ მოქმედმა მფლობელმა, პსჟ-ის ფრანგმა თავდამსხმელმა უსმან დემბელემ აღნიშნა, რომ წელზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მისმა თანაგუნდელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მიიღოს.„ხვიჩა ამ აღიარებას ნამდვილად იმსახურებს, რადგან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ჩემი ღრმა რწმენით, ის დღეს პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა და «ოქროს ბურთიც» სწორედ მას ეკუთვნის“,  - ამბობს დემბელე. მის განცხადებას ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.თავის მხრივ, ქართველმა ფეხბურთელმაც საპასუხო მხარდაჭერა გამოხატა ფრანგი კოლეგის მიმართ და განაცხადა, რომ არჩევანის გაკეთების საშუალება რომ ჰქონოდა, ხმას სწორედ დემბელეს მისცემდა.

კვარა

Crystalsport • 1789846380

ფრანგული მედია: “მარსელთან კვარაცხელიამ და დემბელემ უნდა გაიბრწყინონ“

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი მარსელს დაუპირისპირდება.მატჩის წინ, ფრანგული გამოცემა Canal-supporters 5 მიზეზს ასახელებს, რის გამოც პსჟ-მ მარსელი უნდა გაანადგუროს. ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე არიან.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/88092-pranguli-media-marseltan-kvaratskheliam-da-dembelem-unda-gaibrtsqinon 

✕