წყალი 21 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1794765778
ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს გადის. ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა Twitch-ზე გამართული პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა.
კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ვარჯიშს ეტაპობრივად უბრუნდება. მისივე თქმით, ფეხბურთის თამაშს დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, ამ პერიოდში კი გულშემატკივრებთან ურთიერთობას სოციალური ქსელით გააგრძელებს.
ფეხბურთელმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ აპირებს ამ პერიოდის გატარებას, სანამ მოედანს დაუბრუნდება.
„მომდევნო ექვსი თვე ფეხბურთის თამაშს ვერ შევძლებ და ამ დროს ფრანგულის სწავლას დავუთმობ“, - თქვა კვარამ.