ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა • 1793876820

ირაკლი ზარქუა: ბატონო ჰერჩინსკი, როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა, თურმე რადიკალების მხრიდან აზრის გამოხატვა და დემოკრატიაა, ხოლო, საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის ახალგაზრდებს მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ

ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ჰერჩინსკის მიმართვა ბატონ პრემიერ-მინისტრის მიმართ, რა თემაზე გვქონდეს დისკუსია. არა, ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ სხვა თემებზე გვინდა თქვენთან და თქვენს წარმომადგენლებთან დისკუსია - ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდება ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონს“ თქვენ დაარქვით რუსული კანონი, ხოლო, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სხვა სახელმწიფოებში გამჭვირვალობის კანონი მიიღეთ უფრო მკაცრი და იქ ცდილობთ, რომ ამით თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება დააწესოთ, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.მან ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის სხვა კითხვებიც დაუსვა, კერძოდ, ზარქუა შეეხო ევროპული სტრუქტურების მხრიდან, საფრანგეთსა და საქართველოში პოლიციელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის განსხვავებულ შეფასებებს. ის ასევე დაინტერესდა, როგორ ხდება ისე, რომ საქართველოს ევროკომისიის ყველა კვლევასა და ნდობის რეიტინგში წამყვანი პოზიციები აქვს მინიჭებული, თუმცა, „ჰერჩინსკი და მისი სამეგობრო“ ქვეყანას მაინც „აშავებენ“.„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს დისკუსია თემაზე როგორ ხდება ასე და როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა, ეს არის თურმე რადიკალების მხრიდან აზრის და თავისუფლების გამოხატულება და დემოკრატია, ხოლო, საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის თქვენ იმ ახალგაზრდებს, რადიკალებად მოიხსენიებთ და უფრო მეტიც - მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ, რომელსაც არის 10 და 15 წელი ციხე. ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს დისკუსია თემაზე, თუ როგორ ხდება ასე და როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაზე, შემტვრევაზე, შტურმით აღებაზე ხმას არ იღებთ, ჩირგვებში ხართ შემძვრალი, ხოლო ევროპაში რასაც ვხედავთ, ის გამოსვლები რაც არის, თქვენ  რადიკალებს უწოდებთ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც მე პირადად მგონია, რომ სამართლიანი მოთხოვნა აქვთ - თქვენ მათ ტერორისტებად მოიხსენიებთ.ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვინდა დისკუსია თქვენთან და თქვენს უკან მდგომ იმ გუნდთან, ვინც ჩემს ქვეყანას „აშავებს“ - თუ როგორ ხდება ასე, რომ ევროკომისია, რომელიც თქვენივე სტრუქტურაა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც თქვენივე დაფინანსებით არის - წერენ საქართველოზე, რომ დიახ, მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვთ, დიახ, სტაბილური ეკონომიკა აქვთ, დიახ, მიმზიდველია საერთაშორისო ბიზნესისთვის, დიახ, საქართველო მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში პირველ ადგილას ვართ, დიახ, მართლმსაჯულების მიხედვით, ნდობის მიხედვით, საუკეთესო სამეულში ვართ - როგორ ხდება ასე, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო კიდევ ჩვენს ქვეყანას „აშავებთ“?“ - განაცხადა ზარქუამ.როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებდა რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა იმ ფონზე, რომ კავშირის წევრმა ქვეყნებმა, მაგალითად, ლატვიამ, საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებლით გადაასწრო.ზარქუამ პარალელი გაავლო აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან და აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკი მის მსგავსად დაასრულებს დიპლომატიურ კარიერას, ვინაიდან, იმის ნაცვლად, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებაზე ეზრუნა, ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაზრდილიყო.„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს როდესაც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ საქართველოში და ცოცხლად წვავდნენ ჩვენს პოლიციელებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, შემდეგ აქცია რომ გაიმართა ევროპული ფონდების დაფინანსებით, რომანტიზირებას რომ აკეთებდით და ახდენდით მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე, მანდ სად იყავით, რატომ არ დაგმეთ, რატომ არ გამოხვედით? ჩვენ ამ თემებზე გვინდა დისკუსია.ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს როგორ ხდება ისე, რომ ჩვენ, საქართველოს, მოგვიწოდებდით, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ამ დროს თქვენივე [წევრმა] სახელმწიფომ, ლატვიამ, რომელზეც ღვინოს არ აწარმოებს, ჩვენ გადაგვასწრო რუსეთთან ვაჭრობაში. როგორ ხდება ის, რომ კაია კალასი, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებს და სანქციებისკენ მოგვიწოდებს მისი მეუღლე დღემდე ვაჭრობს და ფულს აკეთებს, მილიონებს აკეთებს რუსეთთან. ბატონო ჰერჩინსკი, ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია. და ბოლოს: ჩვენ მკაცრი დისკუსია გვმართებს და თქვენს ინტერესებშია, რომ გავიგოთ, ვინ გაიძულებთ თქვენ, რომ ასე „ლუზერად“ გამოიყურებოდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ. როგორც ამერიკის ყოფილმა ელჩმა დეგნანმა [გააფუჭა] და წავიდა წავიდა პენსიაზე, ზუსტად ასე გელით. თქვენ სამარცხვინოდ ამოწურავთ თქვენს მისიას საქართველოში. იმის ნაცვლად, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფო, უმაგრესი კულტურის, უმაგრესი ხალხით, ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების, ჩვენი კულტურით, ისტორიით, წარსულით - თქვენ კიდევ უფრო მეტად ევროკავშირთან დაგეახლოებინათ, პირიქით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი უფსკრული ყოფილიყო.  ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია და მოველით, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო ამ თემებზე დისკუსიას დათანხმდებით,“ - განაცხადა ზარქუამ.

აქცია საფრანგეთში

მსოფლიო • 1793873818

საფრანგეთის განათლების სამინისტროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ გაფიცვას საჯარო სკოლების მასწავლებელთა 17.5% შეუერთდეს

საფრანგეთის განათლების სამინისტროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ გაფიცვას საჯარო სკოლების მასწავლებელთა 17.5% შეუერთდეს. ინფორმაციას „ფრანს 24“ საფრანგეთის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.„ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ მობილიზება, რამდენადაც შესაძლებელია. ზოგი ამას არ აკეთებს, რადგან ეშინიათ. ბევრს კი პოლიციის მხრიდან ძალადობის ეშინია“, – განაცხადა პარიზში მცხოვრები 19 წლის სტუდენტმა, ირმა დე ბანვილმა.მედიის ცნობით, მოსწავლეები პროტესტს სკოლებში არსებული პირობებისა და საკუთარი მომავლის მიმართ გაურკვევლობის გამო გამოხატავენ.საფრანგეთის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ნებისმიერ ფაქტს გამოიძიებენ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1793870251

ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას

როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ, სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ე.წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, ისინი ითხოვენ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ, ასევე დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ.„ვხედავთ, სადამდეა დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ, სამარცხვინოა. როდესაც ისინი საუბრობენ ე.წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ და სხვა ტიპის ძალადობრივ აქტებში მონაწილეობდნენ, რომლებიც დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ, ან პოლიციელს ხელს ურტყამდნენ. კეთილი ინებონ და გვარებით ჩამოჰყვნენ ამ ყველაფერს, მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ სიის მოწოდება, თუმცა, ვერ მოგვაწოდეს, იმიტომ, რომ მერე რა გაირკვეოდა – უნდა მოეწოდებინათ ისეთი ადამიანების სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მძიმე ძალადობრივ აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აანონსებდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ზუსტად ამიტომ, ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის ძალიან მძიმე სახეს, როგორც არის ის დღეს წარმოდგენილი“, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიუროკრატია ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ იდგა.„ამ ყველაფერს არანაირი დასაბუთება არ შეიძლება, ჰქონდეს არც ე.წ. ვეთინგს, რაც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, არც პატიმრების გათავისუფლებას. როგორ შეიძლება, მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიუროკრატია. ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. კონკრეტულად ევროპის დემოკრატიის ფონდი, EED აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. EED პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1793870088

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებით მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში

საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპაში მიმდინარე გამოსვლებსა და ევროკავშირის მიერ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის დაგმობას ეხებოდა.„არა მარტო საფრანგეთში, ალბანეთშიც მსგავსი პროცესები წარიმართებოდა და ალბანეთთან დაკავშირებითაც კი, არა მარტო საფრანგეთთან დაკავშირებით, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იყო ანალოგიური, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. იქ მოახერხეს ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ და ხელისუფლებისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ანალოგიურად, გახსოვთ, რომ ჩვენს მეგობარ, მეზობელ ქვეყანაში სომხეთშიც იყო მსგავსი პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ და იქაც საკმაოდ სწორი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროპულმა ბიუროკრატიამ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში. საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა • 1793867375

რატი იონათამიშვილი: ევროკომისიის ანგარიში იმ კრიზისს აჩვენებს, რაც ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით

„სამწუხაროდ, ევროკომისიის ანგარიში დაწერილია არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ დოკუმენტი იმ კრიზისს აჩვენებს, რაც დღეს, ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, როდესაც სასამართლოზეა საუბარი, ყველაფერი აცდენილია რეალობასთან და განზრახვაა, სასამართლო ხელისუფლების ოკუპაცია მოახდინონ, რაც ქვეყნის ოკუპაციასაც ნიშნავს.„მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ისინი ისევ აქეზებენ ძალადობას და ისევ ცდილობენ, რომ საქართველოში ძალადობა დააკანონონ, რაც არ გამოუვათ. ამის კადრება კიდევ უფრო სამწუხაროა იმ ფონზე, როდესაც ძალადობის დიდ მასშტაბებს ევროპულ ქალაქებში ვხედავთ. სამწუხაროდ, მათ სწორი დასკვნები ვერ გამოაქვთ და როგორც ჩანს, ევროპაში ეს კრიზისი გამწვავდება. რაც შეეხება პაველ ჰერჩინსკის, ეს ადამიანი მხარს უჭერდა იმ პირებს და მოძალადეებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს ესროდნენ. ისიც კარგად გვახსოვს, რომ მათი გულისთვის კამპანიებსაც კი დგამდნენ, აწარმოებდნენ და აფინანსებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, თუმცა როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა მისთვის ჩვეულია. რაც შეეხება მის ტონს, ცეკვას, ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკვე არასერიოზულია და სამწუხაროდ, ამით ის დიპლომატიის სახეს აკნინებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. 

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1793822794

ლევან მაჭავარიანი საპროცესო შეთანხმებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და აღარ მიიღონ ძალადობრივ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "ღამის კურიერის“ ეთერში, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრა.„4 ოქტომბრიდან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა, ეს ჰუმანური ნაბიჯი. ფაქტი სახეზეა: თუ არ ვცდები, უკვე ნახევარს თუ ნახევარზე მეტს აქვს დაწერილი აღიარება და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც დავპირდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაც მათ ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს იმისთვის, რომ ყველაფერი გადააფასონ და აღარ მიიღონ ძალადობრივ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა. ბულინგის ტყვეობაშია ძალიან ბევრი, ვინაიდან თავიანთი თანამებრძოლები საშინელ წნეხში, ფაშისტური მეთოდებით ატარებენ, საკუთარი შვილებიც, გვარებს არ დავასახელებ, ყველამ კარგად ვიცით და აიძულებენ, რომ დარჩნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც ძალიან ცუდია. ვისურვებდით, ყველას გადაეაზრებინა, გამოსულიყვნენ და აღარ გაეკეთებინათ ის დანაშაული, რა დანაშაულიც ჩადენილი აქვთ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.ცნობისთვის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების აღიარების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ დღეს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულება დატოვა - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამივე დანაშაული მოინანია და საპროცესო შეთანხმებას ხელი საკუთარი ნებით მოაწერა. აღიარებისა და მონანიების საფუძველზე, ციხის კარი დღეს ლაშა ბერიძისთვისაც გაიღო. გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი თავად იყო.

ეკა კუპატაძე

საზოგადოება • 1793822589

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს.„რამდენიმე დღეა, გიორგი ლეკიშვილი ამტკიცებს, რომ გიგა ავალიანი მოსაკლავი იყო და ამიტომ მოკლეს!!!!გიორგი ლეკიშვილი ამისთვის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!!“ - წერს ეკა კუპატაძე.28 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ჯგუფური ძალადობის შედეგად. დაკავებულები არიან:ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე: აპრილში მათ განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიესაჯათ 14 წლიანი პატიმრობა, რაც არასრულწლოვნების გამო შეუმცირდათ და 10 წლითა და 6 თვით მიესაჯათ პატიმრობა. დემეტრე ჩიქოვანი: მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის მიესაჯა 9 წელი, რაც შემდგომ 6 წლითა და 9 თვემდე შემცირდა.გიორგი მალანია: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის. ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი: 2026 წლის აგვისტოში დაკავებულ ორ არასრულწლოვან გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ნია იმნაძეს ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 

თვითმფრინავი

სამართალი • 1793822100

რას წერს მედია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ქართველზე - „მამაკაცი ფხიზელი იყო... დანაშაულს არ აღიარებს...“

ბარსელონადან პოლონეთის ქალაქ მოდლინის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა. პოლონეთის სამართალდამცველებმა საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან.პოლონური გამოცემა RMF24-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა პოლიციას შეატყობინა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომ არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის შეხება დაუწყო.გამოცემის ცნობით, 16 წლის გოგონამ ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც დედამ ბორტის პერსონალს მიმართა. ეკიპაჟი დაუყოვნებლივ ჩაერია, მამაკაცი არასრულწლოვანს განარიდა და მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა.თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე ბორტზე სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და პოლიციელები ავიდნენ და საქართველოს მოქალაქე დააკავეს.პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იყო. მას ბრალი წარედგინა, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს.ნოვი-დვურ-მაზოვეცკის პოლიციის წარმომადგენლის, კატაჟინა ტრემბინსკას განცხადებით, დაკავებულს არასრულწლოვნის მოტყუებით სექსუალური ხასიათის ქმედებაზე დაყოლიებას ედავებიან.სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

foto

სამართალი • 1793785996

სკანდალი თვითმფრინავში - 29 წლის ქართველი 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან. სასამართლომ ბრალდებულს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.პოლონური გამოცემა RMF24-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს, ბარსელონიდან ვარშავის მოდლინის აეროპორტის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოხდა.გამოცემის ცნობით, საქართველოს 29 წლის მოქალაქე ფრენის დროს მის გვერდით მჯდომ არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის შეხებით ავიწროებდა. 16 წლის გოგონამ ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც დედამისმა დახმარებისთვის ბორტის პერსონალს მიმართა.ეკიპაჟი მომხდარს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა, მამაკაცი არასრულწლოვანს მოაშორა და ინციდენტის შესახებ საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს აცნობა.თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვების შემდეგ ბორტზე სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ, რომლებმაც საქართველოს მოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველების ინფორმაციით, დაზარალებული პოლონეთის მოქალაქე 16 წლის გოგონაა, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობდა.დაკავებულ მამაკაცს ბრალი უკვე წარუდგინეს. პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს ის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა • 1793766908

ევროპაში მიმდინარე მძიმე პროცესები სწორედ იმ ძალადობის შედეგია, რომელსაც კონკრეტული ძალები აქამდე საქართველოში აქეზებდნენ - ნინო წილოსანი

 მმართველ გუნდში ევროპაში მიმდინარე ძალადობრივ საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან.როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას "სამართლიან პროტესტს" ეძახდნენ, დღეს საკუთარ ქვეყნებში მსგავს ქმედებებს მკვლელობის მცდელობად აფასებენ და თვლიან, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები სწორედ იმ ძალადობის შედეგია, რომელსაც კონკრეტული ძალები აქამდე საქართველოში აქეზებდნენ."ევროპის არაერთ ქალაქში ათასობით ადამიანია დაკავებული არეულობის და იმ დანაშაულების გამო, რომლებსაც ჩადიოდნენ, მათ შორის საფრანგეთში, ადამიანი, რომელმაც "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა, ის ბრალდებული არის ადამიანის დაწვის და მკვლელობის მცდელობაში და როდესაც ამას ვუყურებთ საფრანგეთის შემთხვევაში, ხოლო საქართველოს შემთხვევაში პირიქით, იწყალებდნენ, ახალისებდნენ, აგულიანებდნენ გრიგორიადისს, რომელმაც ასევე "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა, თავისთავად ერთადერთი აზრი, რაც გვიჩნდება არის, რომ სწორედ ამ დანაშაულის თანამონაწილეები არიან ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი, რომელიც ლაზარე გრიგორიადისს აგულიანებდა და ამხნევებდა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა.   

დედაქალაქის მერი

პოლიტიკა • 1793717880

კახა კალაძე: საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებები უმძიმესი დანაშაულია.დედაქალაქის მერის განმარტებით, ის პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც კონკრეტული ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.„საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ეს უმძიმესი დანაშაულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტების ჩამდენ პირებს გარკვეული ჯგუფები გმირებად წარმოაჩენდნენ, რაც ძალადობის პირდაპირი წახალისება იყო.„ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა ცოცხლად დაეწვათ პოლიტიკოსები და შემდეგ კონკრეტული  ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა  და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1793705090

შალვა პაპუაშვილი: მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობის გამო, ნუ ენდობით უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველა მოგატყუებთ, თქვენს მხარეს დადგება მხოლოდ სახელმწიფო

ვინც აღიარებს დანაშაულს ქვეყნის წინაშე და აიღებს პასუხისმგებლობას, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების წაქეზებით საკუთარ ქვეყანას ასეთ ზიანს აღარასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ლმობიერი და ჰუმანური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან, ციხეში კი მიატოვეს ის ადამიანები, რომლებიც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს ისინი იხდიან სასჯელს.„ერთი რამ მინდა, ყველას ვუთხრა, ნუ ენდობიან უცხო ძალებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, უცხოელ დიპლომატებსა და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რატომ? ხომ ნახეს, როგორ წააქეზეს ძალადობისკენ? 4 ოქტომბერს დაანონსებულ ძალადობას ევროკომისიის პრესსპიკერი მიესალმა. დღემდე ევროკომისიიდან ბოდიში არცერთ წარმომადგენელს არ მოუხდია. დანაშაულისკენ უბიძგეს, შემდეგ კი ციხეში მიატოვეს მრავალწლიანი სასჯელის მოსახდელად.საბოლოო ჯამში, ერთადერთი, ვინც მათ მხარეს იქნება, საქართველოს სახელმწიფო იქნება. მათ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნებზე პროკურატურა თანხმდება. ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება. ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ – ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ციხეში ჩატოვეს. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს, რადგან ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს ციხეში უწევს სასჯელის მოხდა. ამიტომ, ვინც აღიარებს დანაშაულს ქვეყნის წინაშე და აიღებს პასუხისმგებლობას, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების წაქეზებით საკუთარ ქვეყანას ასეთ ზიანს აღარასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ლმობიერი და ჰუმანური.კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობის გამო, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხოელ პოლიტიკოსებს – ყველა მოგატყუებთ. ერთადერთი, ვინც თქვენს მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო. ეს დღემდე არაერთხელ დადასტურდა. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, ხოლო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ გვერდით იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

✕