ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებით მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში

 ირაკლი კობახიძე

საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპაში მიმდინარე გამოსვლებსა და ევროკავშირის მიერ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის დაგმობას ეხებოდა.

„არა მარტო საფრანგეთში, ალბანეთშიც მსგავსი პროცესები წარიმართებოდა და ალბანეთთან დაკავშირებითაც კი, არა მარტო საფრანგეთთან დაკავშირებით, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იყო ანალოგიური, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. იქ მოახერხეს ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ და ხელისუფლებისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ანალოგიურად, გახსოვთ, რომ ჩვენს მეგობარ, მეზობელ ქვეყანაში სომხეთშიც იყო მსგავსი პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ და იქაც საკმაოდ სწორი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროპულმა ბიუროკრატიამ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში. საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

✕