ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებები უმძიმესი დანაშაულია.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ის პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც კონკრეტული ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.
„საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ეს უმძიმესი დანაშაულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტების ჩამდენ პირებს გარკვეული ჯგუფები გმირებად წარმოაჩენდნენ, რაც ძალადობის პირდაპირი წახალისება იყო.
„ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა ცოცხლად დაეწვათ პოლიტიკოსები და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.