სესხი

სამართალი 1786874543

თბილისში ორ მოქალაქეს სესხი იძულებით ააღებინეს... - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შსს

სამართალი 1786866571

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაც

ნარკოტიკი

სამართალი 1786865482

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 50 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“.მათივე ცნობით, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავება

სამართალი 1786865319

პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.„დანაშაულის ჩადენიდან მალევე მათ ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს. მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და თავად მიიმალნენ.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი მანქანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია ინფორმაციაში.

ავარია გომის მთაზე

სამართალი 1786806894

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.ამ დროისთვის კაცი კლინიკაში საბადრაგო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, მოგვიანებით კი მას საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენავტოსაგზაო შემთხვევა გომის მთაზე 12 აგვისტოს მოხდა. ავარიას ბელარუსის 4 მოქალაქე ემსხვერპლა, ჯამში დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე 6 არასრულწლოვანია.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფსიქოტროპული

სამართალი 1786780380

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა, 560 კაფსულაფსიქოტროპული პრეპარატი  - ,,პრეგაბალინი“, რომელიც მათ სამგზავრო ჩანთაში ჰქონდათ განთავსებული.ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.  

შსს

სამართალი 1786776209

სამართალდამცველებმა 5 არასრულწლოვანი დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.ინფორმაციას შსს ავრცელებს."სამართალდამცველების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ინფორმაციას შსს ავრცელებს.შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მოტოციკლს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტარიელ კაკაბაძე

სამართალი 1786701547

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე მიმართვას ავრცელებს

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება ავრცელებს.“სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად! ჭაც შემოწმდა.სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ: საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია.ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სამივე სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა.გამოძიება გრძელდება და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი,”– ნათქვამია ტარიელ კაკაბაძის განცხადებაში. ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

 შსს

სამართალი 1786688850

სამუშაო ვიზების დამზადების მიზნით, დაზარალებულს 1500-1500 ევრო მოტყუებით გამოართვეს - თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელებს დაჰპირდა, რომ დაუმზადებდა გერმანიის ფედერაციის სამუშაო ვიზებს, წინასწარ გამოართვა 1 500-1 500 ევრო, თუმცა დანაპირები არ შეუსრულა და მოქალაქეების კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა.„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა ისარგებლა ნაცნობის ნდობით, რომელსაც ბინის გამოსყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, მესაკუთრისთვის გადასაცემად გამოსძალა 8 000 ლარი და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

პოლიცია

სამართალი 1786688703

თბილისში, „გლოვოს“ კურიერს ფიზიკურად გაუსწორდნენ - პოლიციამ ორი არასრულწლოვანი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს.შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია „გლოვოს“ კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, ხოლო კიდევ ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გერმანია

მსოფლიო 1786643520

Deutsche Welle: უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც

უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle-ს, ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.შეზღუდვა ეხებათ 23-იდან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომლებიც გერმანიაში 2026 წლის 31 ივლისის შემდეგ ჩავიდნენ. სწორედ ამ თარიღიდან შევიდა ძალაში ევროკავშირის რეგულაცია, რომლის თანახმადაც დროებითი დაცვის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც „უკრაინის წინაშე სამხედრო ვალდებულება მოხდილი აქვთ“.გერმანიის შსს-ს განმარტებით, სტატუსის მისაღებად უკრაინელმა მამაკაცებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათ ქვეყანა კანონიერ საფუძველზე დატოვეს ან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულნი არიან.ცვლილება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში აღნიშნულ თარიღამდე ჩავიდნენ და დროებითი დაცვის სტატუსი საიმიგრაციო კანონის 24-ე პარაგრაფით უკვე მიენიჭათ.„გერმანიის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი უკრაინის მოქალაქეები შესაძლოა დაექვემდებარონ დეპორტაციას, თუ არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სამართლებრივი საფუძვლები“, - ნათქვამია უწყების პასუხში კითხვაზე, ემუქრებათ თუ არა დეპორტაცია იმ მამაკაცებს, რომლებიც ვერ დაამტკიცებენ სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ფაქტს.„უკრაინაში სამხედრო ვალდებულების არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს თავშესაფრის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს“, - განმარტავენ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში და დასძენენ, რომ იმ წვევამდელებს, რომელთაც ქვეყანაში დარჩენა სურთ, თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის წარდგენა ინდივიდუალური წესით შეუძლიათ.

ფოტო

შემთხვევა 1786628281

ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე. მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შსს-მ გამოძიება მომხდარზე სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.