ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა

გიორგი ცეცხლაძე

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ქობულეთელი გიორგი ცეცხლაძე დაიღუპა.

„სამაგალითო მშობლების საუკეთესო შვილი...  როგორ მენანება მშობლები ამ საშინელი ტკივილის ასატანად.  უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. დიდი დანაკლისია ასეთი ღირსეული ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა“, - წერს ოჯახის ახლობელი.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს  

✕