ნინი მუჯირი

საზოგადოება 1782290488

„ვიდეო ოპერაციამდეა გადაღებული... იქ საკუთარი ფეხით მივიდა...“ - 35 წლის ნინი მუჯირს ემშვიდობებიან

35 წლის ნინი მუჯირს ემშვიდობებიან. შოთო სიხარულიძე ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეში გადაღებულ, უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს.„უკანასკნელი ვიდეო კლინიკიდან, ოპერაციამდე. რამდენიმე წუთით ადრე ნინი კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა. ჩვეულებრივ, 15-წუთიან ოპერაციაზე. ის სულ რაღაც 35 წლის იყო. იმ 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ — სეფსისი, კომა. ის სულ იწვა და დუმდა. აღარ ლაპარაკობდა, აღარ რეაგირებდა. დედას აღარ ეხუტებოდა. დედა კი ყოველდღე იხრებოდა მასთან და ჩურჩულებდა: „ჩემი შვილი…“ და ყოველდღე მხოლოდ ერთ რამეს ელოდებოდა — თუნდაც ერთადერთ სიტყვას: „დედა…“ დღეს კი დედისერთა, 35 წლის ნინი მუჯირი გარდაიცვალა...“ - წერს სიხარულიძე.ახლობლების ცნობით, ახალგაზრდა ქალმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა. 35 წლის ქალს ორგანიზმში ბაქტერია ლეპტოსპიროზი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც სეფსისი განუვითარდა .

მუჯირი

საზოგადოება 1782244801

გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ, სამ საათში გაითიშა და რამდენიმე თვე კომაში იყო

35 წლის ნინი მუჯირი, რომელიც 15-წუთიანი პროცედურის შედეგად დამძიმდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ქალი რამდენიმე თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახლობლების ინფორმაციით, ნინი მუჯირმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა.ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალს ორგანიზმში აღმოაჩნდა ბაქტერია (ლეპტოსპიროზი), რის გამოც განუვითარდა ელვისებური სეფსისი, სეპტიკური შოკი, კომა. მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე: თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული სპეციფიკური ფსიქიკური აშლილობით.

ქართველი ემიგრანტი

საზოგადოება 1781383774

„დილით საწოლში ნახეს...“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გარდაცვლილი ნახეს დილით საწოლში იტალიაში, მარტინაფრანკაში. როგორც ფიზიკურად სულიერადაც ლამაზი იყავი ლალიკო. როგორ მენანები უფალმა სამარადისო დაგიმკვიდროს გამძლეობა შენს ოჯახსეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!...მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა იქ სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“, - წერია გავრცელებულ პოსტში. 

მარიამ საგინაძე  

საზოგადოება 1780085329

„მოუშუშებელი ტკივილი ხარ... მშვიდად განისვენე ჩვენო ფერია...“ - 22 წლის გოგოს ემშვიდობებიან

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. 22 წლის მარიამ საგინაძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, საფრანგეთში გარდაიცვალა. „ნუთუ ასეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება, რომ ასეთი სიმწარის გადატანა გვიწევს. შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული.მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. ხალხო, ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო...უსამართლო სამყაროდან, მშვიდად განისვენე სამართლიან სამყაროში...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.„მოუშუშებელი ტკივილი ხარ... მშვიდად განისვენე, ჩვენო ფერია...“. „ღმერთო, რამხელა ტრაგედიაა... შენმა მშობლებმა როგორ უნდა გაძლონ უშენოდ?“, „ძალიან ადრე იყო მარიამ, ძალიან, ჩემო ანგელოზო“, - წერენ სოციალურ ქსელში გოგონას ახლობლები. 

კახა კიკაბიძე

საზოგადოება 1780084680

„გლოვობს ჩემი ბათუმი... სიკეთით სავსე კახა კიკაბიძე გარდაიცვალა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ბათუმში ახალგაზრდა კაცს, კახა კიკაბიძეს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„კახა კიკაბიძე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ცა ჩამოიქცა... ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და მის ოჯახის წევრებს გამძლეობა მისცეს უფალმა. სიკეთით სავსე კახა კიკაბიძე გარდაიცვალა. შენთან რა უნდა სიკვდილს... „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ლიზი

საზოგადოება 1778618450

"ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა..." - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... გლოვობს ჩემი ბათუმი... პატარა ანგელოზო, ვაი შენს დედას,  ეს რა ტრაგედია დატრიალდა... არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ ტკივილს შეამსუბუქებს…“, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე წერს.„პატარა ანგელოზი ლიზი ცეცხლაძე, რომელმაც უკვე მოასწრო სიყვარულის დატოვება ამ სამყაროში, ძალიან ადრე წავიდა…მისი ღიმილი, მისი პატარა ნაბიჯები, მისი სითბო – სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.ასეთი ნათელი სული არასოდეს ქრება — ის უბრალოდ ცას ანათებს…ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ აუტანელ დანაკარგს.ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და ვლოცულობ, რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ მძიმე დღეების გასავლელად.მშვიდად განისვენე პატარა ანგელოზო ლიზიკო. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს  და სამძიმარს უცხადებს ოჯახს"შვილმკვდარი დედა და მამა რით უნდა ანუგეშო და როგორ უნდა დაამშვიდო?... ტკივილსაც გაძლება ხომ უნდა?... მიწაში რომ ჩადებს ასეთ  ანგელოზ შვილს ის დედა და მამა რით უნდა ანუგეშო და როგორ უნდა დაამშვიდო?...გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ლიზიკოღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. ... მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ... მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი."ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა უმანკო ანგელოზის ლამაზი სული.(ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს მხოლოდ არ იცხოვრა ამქვეყნად.... თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა...)(ის იმდენად ლამაზი იყო,  სანთლებთან ერთად ანათებდა...  ახლა გაიგეს პატარა მზის ჩაქრობის ამბავი...ის კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა...  "ყვავილების მდინარეს კუბო  ცისკენ მიჰქონდა" ))))დღეს დიდი სიმწარე და ტრაგედია ტრიალებს ცეცხლაძეების  ოჯახში ამ უმძიმეს ტრაგედიას რა სიტყვები აღწერსნაადრევი,  მოულოდნელი და მოუშუშებელი სიმწარე ხარ პატარავ.ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ანგელოზი სული.გამძლეობას გისურვებთ ოჯახს.ლიზი ცეცხლაძე ანგელოზად იქცა“, -  წერს შოთო სიხარულიძე. 

გივიკო

საზოგადოება 1778529855

„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა.„მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო... ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა...მიწისთვის მენანები გივიკო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ვინ დაგვწყევლა, რა ხდება ჩვენს თავს? ამდენი ნარჩევი ახალგაზრდა რატომ?ვაი შენს დედას შვილო, ყოველ დღე გული გახეთქვას მაქვს, სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდობა... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი, ღმერთო, ხანდახან რა სასტიკია წუთისოფელი.შეგრცხვეს სიკვდილო! დაგვანებე თავი ცოტა ხანს“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ნუკა ბარამიძე

საზოგადოება 1778505600

„როგორ მჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდი, როგორ ვლოცულობდით შენზე“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გარდაიცვალა ნუკა ბარამიძე კიდევ ერთი სიცოცხლე გაფრინდა ღმერთთან, ნიინ როგორ მეწყინა,როგორ მჯეროდა რომ გამჯანმრთელდებოდი როგორ ვლოცულობდით შენზე,უფალმა გაცხონოს და დაუმკვიდროს შენს სულს სასუფეველი... ნინის (ნუკას) სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.”როგორ სჯეროდა ყველას  შენს ოჯახს შენს ძვირფასს ადამიანება რომ ეს დღე არ დადგებოდა, რომ დაამარცხებდი მაგ ვერაგ დავადებას ,შენხომ მებრძოლი და უშიშარი  იყავი რატო არიბრძოლე. განსაკუთრებული იყავი კეთილი თბილი ,სხვანაირად გიყვარდა ყველა. რატო დატოვე შენი საყვარელი ადამიანები  ოჯახი და მეგობრები მხარჩამოგდებული. ძალიან ადრე იყო შენი ამ ქვეყნიდან წასვლა. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. როგორ სჯეროდა ყველაფერი კარგად იქნებოდა“, - წერს შოთო სიხარულიძე. 

გლოვა ლენტი

საზოგადოება 1778274743

„რამდენი ტკივილი და მონატრება წაიყოლე...“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

„ემიგრანტი გარდაიცვალა საბერძნეთში ათენში მადონა თოლორდავა უფალმა ნეთელი არ მოაკლოს მის სულს. სახსალამათი სიცოცხლით სავსე, ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება და ჯავრი წაიყოლე...ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად. რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ათენის ემიგრაციას სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი გამოაკლდა. ნათელი არ მოაკლოს უფალმა დიდებული ქალბატონის სულს“,- წერს შოთო სიხარულიძე.  

ახალგაზრდა

საზოგადოება 1778273063

„მიწისთვის მენანები... სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ - ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

პნევმონიით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ისევ გლოვობს ჩემი წყალტუბო… ოფშკვიტი სულ რჩეულ ახალგაზრდებს კარგავს… ლაშა გაბუნია…შეგრცხვეს, სიკვდილო… დაგვანებე თავი ცოტა ხნით.რატომ წახვედი იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან… როგორ გაგიმეტა ცხოვრებამ ასეთი უსასრულობისთვის…ყველასთვის თბილი, მოსიყვარულე და კეთილი იყავი…ნუთუ ასეთი დაუნდობელია ცხოვრება, რომ ასეთ ტკივილს გვტოვებს…როგორ უნდა იყოს დახუჭული შენი ლამაზი თვალები…მიწისთვის მენანები… ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი…გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ლაშა გაბუნია…მიწამ როგორ უნდა მიგიღოს…სიტყვები ზედმეტია… ისეთი ტკივილია…“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში. 

საბა ტორაძე

საზოგადოება 1778100558

„ყველას ძალიან გვატკინე გული, სიცოცხლით სავსე ბიჭო...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვიტი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... სიკეთის ბიჭი... ნეტა არ გამეცანი ბიჭო, შოთო სიხარულიძეს ასე ძლიერად არ ეტკინებოდა გული.სიყვარულის, გვერდში დგომის და რა კარგი სიტყვაც მომხვდება პირზე ყველაფრის დაწერა შემიძლია, მარტო იმიტომ, რომ ასეთი იყო.თანაგიგრძნობთ ყველას, ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის კაცის აღარ ყოფნას. როგორ გვატკინე გული ყველას, საუკეთესო ადამიანი იყავი... მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალი განისვენებენ...დაუჯერებელია ნამდვილად, სიცოცხლით სავსე ბიჭო“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ნიკა

საზოგადოება 1777926669

„გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს...“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ქალაქი ემშვიდობება ახალგაზრდა ნიკა ბასილაძეს, რომლის ნაადრევმა გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„ნიკაა. ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი კიდევ ერთ ახალგაზრდას, ნიკუშა ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ცა ჩამოიქცა... ნიკა ბასილაძე. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა. გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს. შენთან რა უნდა სიკვდილს... „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს  ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული,  დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა.  სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს...,- წერია სამძიმრის პოსტში.