1782240913
„ვიდეო ოპერაციამდეა გადაღებული... იქ საკუთარი ფეხით მივიდა...“ - 35 წლის ნინი მუჯირს ემშვიდობებიან
35 წლის ნინი მუჯირს ემშვიდობებიან. შოთო სიხარულიძე ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეში გადაღებულ, უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს.
„უკანასკნელი ვიდეო კლინიკიდან, ოპერაციამდე. რამდენიმე წუთით ადრე ნინი კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა. ჩვეულებრივ, 15-წუთიან ოპერაციაზე. ის სულ რაღაც 35 წლის იყო. იმ 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ — სეფსისი, კომა. ის სულ იწვა და დუმდა. აღარ ლაპარაკობდა, აღარ რეაგირებდა. დედას აღარ ეხუტებოდა. დედა კი ყოველდღე იხრებოდა მასთან და ჩურჩულებდა: „ჩემი შვილი…“ და ყოველდღე მხოლოდ ერთ რამეს ელოდებოდა — თუნდაც ერთადერთ სიტყვას: „დედა…“ დღეს კი დედისერთა, 35 წლის ნინი მუჯირი გარდაიცვალა...“ - წერს სიხარულიძე.
ახლობლების ცნობით, ახალგაზრდა ქალმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა. 35 წლის ქალს ორგანიზმში ბაქტერია ლეპტოსპიროზი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც სეფსისი განუვითარდა .












