სპალეტი

სპორტი 1710840720

„გვიან იძინებენ...“ - სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციის ბოლოს, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ჟურნალისტებს შეკითხვით თავად მიმართა და სათამაშო კონსოლთან, Playstation 5-თან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.„სულ ესაა? Playstation-ზე არაფერს მკითხავთ? თვლით, რომ სწორია, როცა იტალიის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელს მატჩის წინა ღამეს არ სძინავს და ვიდეოთამაშებს თამაშობს, რის გამოც გუნდისთვის მოედანზე მაქსიმუმს ვეღარ აკეთებს? ფეხბურთელი მხოლოდ იმ ორი საათით არ უნდა შეფასდეს, რომელსაც ის მინდორზე ატარებს, საზომად მოედნის მიღმა გატარებული 22 საათი უნდა გამოვიყენოთ. არ მაინტერესებს, რას გააკეთებენ თუ დასაძინებლად სათანადო დროს წავლენ. უკრაინასთან მატჩამდე, რამდენიმე ფეხბურთელი ვიდეოთამაშებს გვიანობამდე თამაშობდა, რაც ჩემი აზრით, კარგი არაა. ევროპის ჩემპიონატზე, სპეციალური სათამაშო ოთახი გვექნება, რადგან ერთიანობა და ერთად გატარებული დრო მნიშვნელოვანია, თუმცა ღამის პირველის ნახევრამდე, ყველა თავის ოთახში უნდა წავიდეს და დაიძინოს. არ მომწონს, როცა ვიდეოთამაშების სიყვარული დამოკიდებულება გახდება. ამან შენს პროფესიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს“, - განაცხადა მწვრთნელმა.ცნობისთვის, სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა და თვლის, რომ ვიდეოთამაშები ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს.

ფრანჩესკო კალცონა

სპორტი 1708410820

ვინ არის „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი

„ნაპოლიმ“ მთავარ მწვრთნელად ფრანჩესკო კალცონას დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.„პარტენოპეიმ“ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. 55 წლის სპეციალისტმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა ცოტა ხნის წინ წარუმატებელი შედეგის გამო გაათავისუფლა.გავრცელებული ინფორმაციით, კალცონამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.იტალიელი სპეციალისტი ბოლოს სლოვაკეთის ნაკრებში, ტექნიკური კომისარის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი რამდენიმე იტალიურ გუნდს წვრთნიდა.რაც შეეხება ვალტერ მაცარის, ის „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა და ამ პოსტზე რუდი გარსია ჩაანაცვლა. იტალიელ მწვრთნელს აურელიო დე ლაურენტისი სოციალური ქსელით დაემშვიდობა:„მადლობას ვუხდი ვალტერ მაცარის, დე ლაურენტისების ოჯახის მეგობარს „ნაპოლისთვის“ რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის. ის სამუდამოდ დარჩება ნეაპოლიტანელთა და ჩვენი ოჯახის გულებში. კეთილი იყოს შენი მობრძანება ფრანჩესკო კალცონა. ის უკვე მუშაობდა ჩვენთან ჯერ სარისთან, შემდეგ კი სპალეტისთან“, - წერს დე ლაურენტისი. Ringrazio Walter Mazzarri, amico della famiglia De Laurentiis e del Napoli, per aver sostenuto la squadra in un momento complesso. Resterà nel cuore dei napoletani e della nostra famiglia. Bentornato a Francesco Calzona, che ha già lavorato con noi sia con Sarri che con Spalletti — AurelioDeLaurentiis (@ADeLaurentiis) February 19, 2024 ფრანჩესკო კალცონა მიმდინარე სეზონში „ნაპოლისთვის“ მესამე მწვრთნელი იქნება. საგულისხმოა, რომ 55 წლის სპეციალისტს დებიუტი 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ექნება.ასევე ნახეთ:„ნაპოლიში“ მნიშვნელოვანი ცვლილებაა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაშიVIDEO: ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა - ნახეთ ქართველი ვარსკვლავის ვიდეო

კუშანაშვილი ხვიჩაზე

სპორტი 1707137317

„უღიმღამო გუნდში თამაშობს...ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი...“ - კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახსა და კარიერაზე

ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრები და მომუშავე ჟურნალისტმა, ოთარ კუშანაშვილმა Sport24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების თაობა სრულიად განსხვავებულია, "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა კი ოჯახი ნაადრევად შექმნა."არიან თუ არა დღეს ქართველი ფეხბურთელები რუსებზე უკეთები? - დიახ. დღეს საქართველო 100-ჯერ ძლიერია რუსულ ფეხბურთზე.გასულმა ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ეს კარგად აჩვენა. მწვრთნელები, სკაუტები და ყველა ამ ჩემპიონატს ყურადღებით აკვირდებოდა .ეს ახალგაზრდა თაობაა, რომელიც არანაირ დათმობაზე არ მიდის. მაგალითად, მარადიშვილმა გამოთვალა რამდენ დროს კარგავს ელექტრონულ მოწყობილობებზე და შერცხვა. ქართველი ახალგაზრდები აღარ ეწევიან თამბაქოს თამაშებს შორის, და აღარ სვამენ ჭაჭას, ეს სხვა თაობაა.კვარაცხელია? ხვიჩა უღიმღამო გუნდში თამაშობს, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა კლუბიდან სპალეტი წავიდა. მან "ნაპოლის" ოქროს მედლები მოუტანა და სურდა გუნდიდან მაჟორულ ნოტაზე წასულიყო, ტირანმა პრეზიდენტმა კი მადლობაც არ გადაუხადა. ამის შემდეგ მთავარმა თავდამსხმელმა (ოსიმენმა) ხვიჩას აგენტს მოუწოდა მოეკეტა, მაშინ როცა ხვიჩა მის გვერდით თამაშობს.და აი კიდევ რა შევამჩნიე... მე ადამიანის ფიზიონომიას ვაკვირდები. ვნახე "კვარას" ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო. მან ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი... პირველივე წარმატების შემდეგ.ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს...ეს იგივე იქნებოდა მე, რომ "ბუკმეკერებთან" გაფორმებული პირველივე კონტრაქტის შემდეგ, ანფისა ჩეხოვა შემეთრია საძინებელში, ყველაფერს დავკარგავდი.თუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩება, ის ქართველ ივან იგნატევად გადაიქცევა. თუ კვარაცხელია "ჩელსიში" გადავა, მუდრიკს სამუდამოდ ამოაგდებს გუნდიდან. საინტერესო იქნება მისი ხილვა პრემიერ ლიგაში", - თქვა კუშანაშვილმა.ასევე ნახეთ:ფიქრობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ? - მაშინ, ეს უნდა წაიკითხოთბონუსი, დაწინაურება, მემკვიდრეობის მიღება... - ნახეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს „მილიონერის ასპექტი“ეს ახალი მთვარე „გაქცევს ფულის მაგნიტად!“ - ვის რა წარმატებას უმზადებს ახალი მთვარე

kvara

სპორტი 1703535589

კვარაცხელიასთან ​​კონტრაქტი უნდა განახლდეს, „ნაპოლის“ ვარსკვლავი სათადარიგოებზე ნაკლებ ხელფასს იღებს - ანტონელო პერილო

ტელეკომპანია TgrRai-ის დირექტორის მოადგილემ, ანტონელო პერილომ „ტვიტერზე“ კომენტარი გააკეთა ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ახალი ხელშეკრულება ხვიჩა კვარაცხელიასთან და პიოტრ ზელინსკისთანაც უნდა გააფორმოს.„განახლებული კონტრაქტი გაფორმდა და „ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენი 2026 წლის ივნისამდე შეინარჩუნა. მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა (120-დან 130 მილიონ ევრომდე) მაღალია. ასეთი ფინანსების გადახდა შეუძლებელი არ არის წამყვანი ევროპული და არაბეთის მდიდარი კლუბებისთვის, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ მანამდე გუნდი დატოვოს.„ნაპოლისთვის“ დამატებითი იმპულსის მისაცემად კიდევ ორ მოთამაშესთან კონტრაქტის ​​განახლებაა საჭირო – პიოტრ ზელინსკისთან, რომელიც რამდენიმე დღეში თავისუფლად შეძლებს სხვა კლუბთან შეათანხმოს კონტრაქტი, შემდეგ კი იქ უსასყიდლოდ გადავიდეს და ხვიჩა კვარაცხელიასთან – მარგალიტთან, რომელიც ბევრ ისეთ თანაგუნდელზე ნაკლებ ხელფასს იღებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის „ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე სხედან.გაიხსენეთ ელიფ ელმასი, რომელიც გუნდმა „ლაიპციგში“ გაყიდა. გასულ წელს ბალკანელი ნახევარმცველი მეთორმეტე მოთამაშე იყო და რამდენიმე მატჩში, შეცვლაზე შესულმა, გადამწყვეტი როლიც ითამაშა, ეს ლუჩანო სპალეტის დამსახურება გახლდათ.ელმასის „ლაიპციგში“ გადასვლა მოითხოვს, „ნაპოლიმ“ სულ მცირე მისი დონის მოთამაშე დაიმატოს, რომელიც მზად იქნება რეალური წვლილი შეიტანოს გადამწყვეტ მომენტში. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის სუპერთასი თებერვალში გაიმართება და ამას გარდა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიან დუელში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ტრანსფერები სასწრაფოდაა განსახორციელებელი“, – აცხადებს გამოცდილი ჟურნალისტი.ასევე დაგაინტერესებთ:„როგორ გავძლოთ უშენოდ, სული მეწვის...“ - რას წერენ იმერეთში ტრაგიკულად დაღუპულ წლინახევრის ბავშვზე„ჯარიმა 65 000 ლარის ნაცვლად, 100 000 იქნება ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმაუქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის გადაწყვეტილება

დატყვევებული

მსოფლიო 1701972256

18 წლის იყო, როცა მამამ სარდაფში გამოკეტა, სადაც 29 წელი გაატარა... - ჯაჭვით დაბმული ქალის მძიმე ისტორია

ელენა 18 წლის იყო, როდესაც მამამ სარდაფში გამოკეტა, ჯაჭვით დააბა და გარეთ გასვლის უფლებას აღარ აძლევდა. ელენას არსებობის შესახებ იცოდნენ მეზობლებმაც და ირგვლივ მყოფებმაც, თუმცა არავინ არაფერს ამბობდა. 29 წელი ისე გავიდა, რომ გოგონას მზის სინათლე საერთოდ არ უნახავს.ამბავი საბერძნეთში მოხდა. 1978 წლის 7 ნოემბერს უცნობმა პირმა პოლიცია გამოიძახა და უთხრა, რომ  ერთ-ერთ სახლში, მეპატრონეებმა სარდაფში ადამიანი გამოკეტეს და მრავალი წლის განმავლობაში გარეთ არ უშვებდნენ.სოფელში კარიოტისების დიდ ოჯახს ყველა იცნობდა. იმ პერიოდისათვის, როდესაც პოლიციაში მსგავსი შეტყობინება შევიდა, მშობლები გარდაცვლილები იყვნენ, უფროსი და-ძმის ასაკი კი 50 ან მეტი იყო.მათ გახსნეს სარდაფი და თანამშრომლები შეუშვეს. ბნელ სარდაფში, სადაც სინათლის სხივი არსაიდან აღწევდა, საშინელ ანტისანიტარიაში იყო ქალი, სხეულზე ნაწიბურებით, არასასიამოვნო სუნითა და ქცევებით. როდესაც პოლიციელი დაინახა, შეეშინდა, ყვირილი დაიწყო, ერთ-ერთს უკბინა კიდეც და ფრჩხილებით დაკაწრა.როგორც მოგვიანებით გაირკვა, ელენა კარიოტისი მრავალშვილიანი ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. ოჯახს ფერმა ჰქონდა, უფროსი და-ძმა შრომობდა, თუმცა ელენა მათგან განსხვავდებოდა.1949 წელს 18 წლის ასაკში მშობლებთან მივიდა და სთხოვა, რომ სოფლის მასწავლებელზე დაქორწინების უფლება მიეცათ. მშობლები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, რადგანაც მათი ქალიშვილის რჩეული კომუნისტი და ათეისტი გახლდათ. გოგონა ოჯახს დაემუქრა, რომ თუ ნებას არ დართავდნენ, სახლიდან გაიქცეოდა. ამიტომაც, მამამ ელენას დიდი ჯაჭვი მოაბა და სარდაფში გამოკეტა. გოგონას დაავიწყდა მეტყველება, თუმცა სხვების ლაპარაკი ნაწილობრივ ესმოდა. მრავალწლიანი მარტო ცხოვრების და საშინელი პირობების ფონზე, ის ნამდვილ მხეცად იქცა.სოფელში უმეტესობამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მამა ყველას უმტკიცებდა, რომ ღირსეულად მოიქცა და ამით სირცხვილი აირიდა თავიდან. დროთა განმავლობაში, მათი ოჯახი სოფელში გარიყეს. უფროსმა შვილებმა ვერასოდეს მოახერხეს დაქორწინება. მათ ოჯახთან კავშირი არავის უნდოდა. პოლიციაში ანონიმური ზარი ოჯახის უფროსის გარდაცვალებიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ შევიდა. ელენა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 18 წელი გაატარა. კვლავ ისწავლა ლაპარაკი და 1986 წელს ჟურნალისტებს ინტერვიუც კი მისცა. უცნაური ის იყო, რომ მისი მეხსიერებიდან ბავშვობისა და ტყვეობის წლები საერთოდ წაიშალა და ფიქრობდა, რომ ისევ 18 წლის იყო.ასევე ნახეთ:„დაიმახსოვრეთ, თუ თქვენთან სხვებზე ჭორაობს დაქალი, ის, თქვენზეც ჭორაობს სხვებთან...“ - ალექსანდრა პაიჭაძე გოგოებს მიმართავსVIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმ30 წლის წინათ დარგული კაკლის გამო, მეზობლები ერთმანეთს უჩივიან - საქმე უზენაეს სასამართლოშია

სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1701968957

„ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად, უფრო უკეთესია...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს სალომე უშხვანი

რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე, სალომე უშხვანი, „პრაიმ ჰაუსამდე“, საზოგადოებამ გასართობი პლატფორმა ტიკტოკიდან გაიცნო. სოცქსელის მომხმარებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის დიზაინერ მაკა ასათიანს ძალიან ჰგავს.  ამჯერად, სალომემ საახალწლო ფოტოსესიიდან ლამაზი კადრები გაგვიზიარა შემდეგი აღწერით: „ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად, უფრო უკეთესია, ვიდრე თავად ეს დღე“. ასევე ნახეთ:გოგო, რომლის გამოჩენასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ვინ არის სალომე უშხვანი„ბოღმა და შური მკლავს...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანაVIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმVIDEO „აბა, 40 წლის ასაკში, რა გეგონა სიყვარული...“ - გია სურამელაშვილი

პაიჭაძე

საზოგადოება 1701943621

„ბოღმა და შური მკლავს...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე, „ინსტაგრამზე“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერების აღფრთოვანებას იწვევს. „სასწაული ადამიანი“ „ვერ გიტან ალექსანდრა პაიჭაძე. ბოღმა და შური მკლავს.მაცივარზე შენს ფოტის გავაკრავ!!!“ „შოკი ხარ შენგან კაცი არ წავა“,- წერენ გამომწერები. ნახეთ, ვიდეო:            View this post on Instagram                       A post shared by ALE (@aleksandrapaich) ასევე ნახეთ:„დაიმახსოვრეთ, თუ თქვენთან სხვებზე ჭორაობს დაქალი, ის, თქვენზეც ჭორაობს სხვებთან...“ - ალექსანდრა პაიჭაძე გოგოებს მიმართავსVIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმ30 წლის წინათ დარგული კაკლის გამო, მეზობლები ერთმანეთს უჩივიან - საქმე უზენაეს სასამართლოშია

სპალეტი

სპორტი 1701939466

VIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმ

მილანში, იტალიის საფეხბურთო ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ყოფილ თავკაცს, ლუჩიანო სპალეტის შეხვდა. GEO TEAM-თან კვარა მათი საუბრის შინაარსს ამხელს.„იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით მეხუმრა, მკითხა, იტალიის ნაკრებში თამაში ხომ არ მინდოდა. ვუთხარი, რომ მასთან ერთად თამაში ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ. ძალიან მაგარი ადამიანია... საოცარი მწვრთნელია. დიდი ხანია, არ მინახავს და მასთან არ მისაუბრია. ძალიან გამიხარდა რომ დავინახე,“ - თქვა კვარაცხელიამ.ვრცლად ↓ცნობისთვის, კვარას სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი გადაეცა.  ხოლო, მისი ყოფილი მწვრთნელი, სპალეტი,  2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გახდა.ასევე ნახეთ:PHOTO - როგორ გამოიყურება ნიცას და ხვიჩას ნაძვის ხე - ნახეთ, წყვილის საახალწლო განწყობაVIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრები„ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა, მისი შესაძლებლობები უსასრულოა“ - ლუჩიანო სპალეტი

ნიცა და ხვიჩა

ტაბლოიდი 1701896898

PHOTO - როგორ გამოიყურება ნიცას და ხვიჩას ნაძვის ხე - ნახეთ, წყვილის საახალწლო განწყობა

ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია გამომწერებს მათ საახალწლო განწყობას უზიარებენ.ნიცა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელშიც ჩანს, რომ ხვიჩა საახალწლო ნაძვის ხეს რთავს.ასევე ნახეთ:სპალეტის რეაქცია, როცა საქართველოდან ჩასულ სპორტულ ჟურნალისტს შეხვდა - რა მოხდა მილანშიVIDEO: ვრცელდება ნიცას და ხვიჩას სახალისო კადრები მილანიდან

ფული

ფინანსები 1701893735

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 7 დეკემბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6860 ლარი ეღირება, ევრო – 2.8987 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3846 ლარი.გუშინ კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6937 ლარი ღირდა, ევრო – 2.9178 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4032 ლარი.ასევე ნახეთ:როგორი ამინდი იქნება 10 დეკემბრამდე - უახლოესი დღეების პროგნოზიVIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრებისპალეტის რეაქცია, როცა საქართველოდან ჩასულ სპორტულ ჟურნალისტს შეხვდა - რა მოხდა მილანში

კვარა ნიცა

ტაბლოიდი 1701891313

VIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრები

მილანში, იტალიის საფეხბურთო ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე გადაღებული კადრები სპორტულმა ჟურნალისტმა, საბა საპანაძემ ბლოგის სახით ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ღონისძიებაზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი გადაეცა, ნიცა თავაძეც იმყოფებოდა.ნახეთ კადრები ↓ასევე ნახეთ:სპალეტის რეაქცია, როცა საქართველოდან ჩასულ სპორტულ ჟურნალისტს შეხვდა - რა მოხდა მილანშიVIDEO: ვრცელდება ნიცას და ხვიჩას სახალისო კადრები მილანიდან

კანონიერი ქურდი

კრიმინალი 1701880785

„კრიმინალურ ავტორიტეტს“ მეტსახელად „კოლია ტომსკის“ 10 წელი და 5 თვე მიესაჯა

ტომსკის რაიონულმა სასამართლომ „კანონიერ ქურდს“ ნიკოლაი კუზმიჩევს მეტსახელად „კოლია ტომსკის“ 10 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ჯარიმის სახით 1 მილიონი რუბლის გადახდაც დააკისრა. „კოლია“ 2021 წლის აგვისტოში წარდგენილ ბრალდებაში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, თუმცა პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. როგორც ცნობილია ნიკოლაი კუზმიჩევს „კრიმინალური ავტორიტეტის“ სტატუსი 2013 წელს მიანიჭეს.ასევე დაგაინტერესებთ:ნივთები, რომელიც საფულეში არ უნდა ჩადოთ„ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი...“ - ნახეთ, განახლებული ამინდის პროგნოზი„ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა, მისი შესაძლებლობები უსასრულოა“ - ლუჩიანო სპალეტი