ლაგოდეხი

საზოგადოება • 1790836546

ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიებმა ბერნის კონვენციის ექსპერტთა შეხვედრას უმასპინძლა

ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიებმა ბერნის კონვენციის დაცული ტერიტორიებისა და ეკოლოგიური ქსელების ექსპერტთა ჯგუფის მე-16 შეხვედრას უმასპინძლა.შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა და მიზნად ისახავდა ზურმუხტის ქსელის (Emerald Network) განვითარების პროგრესის, სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და ბერნის კონვენციის 2030 წლის სტრატეგიული გეგმის ინდიკატორების განხილვას.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბერნის კონვენციის სამდივნოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები და ექსპერტები.ლაგოდეხში საერთაშორისო ექსპერტების მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად, კონსერვაციის მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოში მეორე დაცული ტერიტორიაა, რომლისთვისაც ევროპის საბჭოს დაცული ტერიტორიების ევროპული დიპლომის (European Diploma on Protected Areas) მიღების კანდიდატურა განიხილება.ამ მიმართულებით, მომდევნო დღეებში ბერნის კონვენციის შესაბამისი ექსპერტები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო შეხვედრებსა და საველე ვიზიტებს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები ადგილზე შეაფასებენ ტერიტორიის მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებს, ინფრასტრუქტურასა და ვიზიტორთა მართვის მიდგომებს.

ამინდი

საზოგადოება • 1790832999

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ოქტომბერს საქართველოში

 1 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექი იქნება ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმას ელოდებიან, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმაა. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც წვიმა იქნება, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 იქნება.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +23 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.ომალოში ნალექიანი დღეა. დღისით +15 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.წვიმაა გურჯაანშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც ნალექიანი ამინდია, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში ნალექია მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1790800590

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.მისი თქმით, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ერისკაც ბიძინა ივანიშვილს უკავია და სწორედ ის არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი ფიგურა.როგორც სამხარაძე აღნიშნავს, 1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.“ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომლის ღვაწლი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების საქმეში განსაკუთრებით დიდია. სწორედ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და იმ რთულ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური პროცესის სათავეში ჩადგომა გახდა ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც ცვლილებას რეალური შესაძლებლობა მისცა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა  შეძლო ამ პროცესის სათავეში ჩადგომა და იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მთავარი ფიგურა სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო.ერისკაცის როლი მხოლოდ 2012 წლის გამარჯვებით არ შემოიფარგლება. მისი სახელი ამ ისტორიის იმ ნაწილთან არის დაკავშირებული, რომელმაც ქართული პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს, როდესაც საქართველოში მშვიდობა გვაქვს, ესეც, ისევ და ისევ, პირველ რიგში, სწორედ იმ ერთი ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ყველაზე რთულ დროს აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.ვულოცავ ამ დღეს „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს, ნამდვილებს, ყველას, ვინც იმ ისტორიულ დღეებში იდგა ამ ბრძოლის გვერდით და ვისთვისაც 1 ოქტომბერი განსაკუთრებული ისტორიის ნაწილია,” - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ხათუნა ხოფერია

პოლიტიკა • 1790796354

VIDEO: თუ რაიმე პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს, ეს არის მშვიდობის საფასური და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების საფასური - ხათუნა ხოფერია

„მინდა ვთქვა, რომ თუ რაიმე პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს, რამე რეიტინიგი აქვს და ზოგადად ის ნდობა, რომელიც რეალურად მას აქვს, ეს არის მშვიდობის საფასური და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების საფასური, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ქართველი ხალხი ძალიან მადლიერია და არ კარგავს...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე დამდგარი, რომ ქართულმა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით თვითლიკვიდაცია მოახდინა. ამას არ სჭირდება არანაირი IRI კვლევა, ცხრილები, ციფრები. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

ცუდი ამინდი

საზოგადოება • 1790794022

წვიმა, ელჭექი და ნალექი - ამინდი მკვეთრად იცვლება

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 1 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი კვლავ მოსალოდნელია ქვეყნის ცალკეულ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით დაახლოებით +19-დან +24 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა დაახლოებით +18-დან +23 გრადუსამდე დაფიქსირდება.პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლება უფრო მეტად შესამჩნევი იქნება.თბილისში 2 ოქტომბერს დღისით დაახლოებით +16 გრადუსია მოსალოდნელი, 3-4 ოქტომბერს კი შესაძლოა შედარებით გამოიდაროს, თუმცა ტემპერატურა კვლავ დაბალი იქნება.

 ექიმი გარდაიცვალა

საზოგადოება • 1790787653

რესპუბლიკური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ექიმის ნინო ბუცხრიკიძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ექიმის და კოლეგის ნინო ბუცხრიკიძის გარდაცვალების გამო.ნინომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში გადაუდებელი მედიცინის დარგის ჩამოყალიბების და განვითარების საქმეში. ხელმძღვანელობდა „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ხარისხის მართვის ჯგუფს. აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებსა და პროფესიული განვითარების პროექტებში, მათ შორის „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, USAID-ის გადაუდებელი მედიცინის პროგრამაში.ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასტერკლასი

საზოგადოება • 1790775201

„ღამის სერენადების“ ფარგლებში შემოქმედებითი მასტერკლასი ჩატარდა

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა.მასტერკლასი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მდე შშმ პირმა მიიღო. „ღამის სერენადები“ საქართველოში მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ტრადიციას მეოცე საუკუნის 80-იანი დასაწყისიდან განაგრძობს. მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელი კი - გიორგი ისაკაძე. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი, ორგანიზატორი - კომპანია „არტ ალიანსი“. ნინო მირიანაშვილი, მხატვარ-დიზაინერი: "ვიოლინოს ლეგენდარული ვირტუოზის, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში ჩატარდა განსაკუთრებული შემოქმედებითი მასტერკლასი „ვენეციური ნიღბები“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ნამდვილი ვენეციური კარნავალის ატმოსფეროში გადაინაცვლეს. წინასწარ მომზადებული ქაღალდის საფუძვლების გამოყენებით, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გააფორმეს და შექმნეს უნიკალური, ფერადი ნიღბები — დააწებეს სხვადასხვა ფორმის ქაღალდები ნიღბებს და შეაბეს ელეგანტური ლენტები. ეს პროცესი არ ყოფილა მხოლოდ მხიარული და შემოქმედებითი დღესასწაული: ფერად დეტალებთან მუშაობა და მათი დაწებება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წვრილი მოტორიკის, ყურადღების კონცენტრაციისა და კოორდინაციის განვითარებას.გულწრფელ მადლობას ვუხდით ფესტივალის დირექტორს, ქალბატონ ნინა ცაგარელს, ამ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. „ღამის სერენადების“ მხარდაჭერით გამართულმა მასტერკლასმა ბავშვებს უამრავი ღიმილი, დადებითი ემოცია და შემოქმედებითი სიხარული აჩუქა, ხოლო მათ მიერ შექმნილი ნიღბები ინდივიდუალური ფანტაზიისა და ნიჭის ბრწყინვალე გამოვლინებად იქცა."

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1790772752

ირაკლი ქადაგიშვილი: ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღსრულოს, მისი წიაღსვლები არარელევანტურია

ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩმა ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, არარელევანტურია.„ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ობიექტურად ვუდგებით და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი იქნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია მ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს არ შედის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში,  მით უმეტეს, არც ელჩისა და საელჩოს საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუქპოსტზე, სადაც ელჩი წერს: „.დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა. ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს. მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

ელჩი

პოლიტიკა • 1790772508

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

2026 წლის 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) დაიბარეს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან.

მარიამ ლაშხი

პოლიტიკა • 1790771398

მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით. საუბარი შეეხო UNICEF-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში თანამშრომლობის შედეგებს.მხარეებმა UNICEF-ის ჩართულობით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწისა და კონკრეტული ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვის ერთობლივ მუშაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1790771300

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს.„პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება“, - აღნიშნა პოპოვმა.

წვიმა და ელჭექი

საზოგადოება • 1790767702

ამინდი იცვლება - რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 30 სექტემბერს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგიერთ რაიონში კი ნალექი შესაძლოა ძლიერი იყოს.1 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი კვლავ მოსალოდნელია ქვეყნის ცალკეულ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით დაახლოებით +19-დან +24 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა დაახლოებით +18-დან +23 გრადუსამდე დაფიქსირდება. პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლება უფრო მეტად შესამჩნევი იქნება. თბილისში 2 ოქტომბერს დღისით დაახლოებით +16 გრადუსია მოსალოდნელი, 3-4 ოქტომბერს კი შესაძლოა შედარებით გამოიდაროს, თუმცა ტემპერატურა კვლავ დაბალი იქნება.

✕