დარენ პრინცი

ტაბლოიდი 1773676648

„ის ძალიან კეთილი ქალი იყო… ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ უფრო ხშირად თქვით „მიყვარხარ“  – დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს რამდენიმე დღის წინ დეიდა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მომღერლის მეუღლე დარენ პრინცი ეხმაურება და სოციალურ ქსელში ნუცას ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.„სამძიმარს ვუცხადებ ნუცას დეიდის გარდაცვალების გამო. ასევე მის დედას, ნინოს და ბიძაშვილს, მარის. ის ძალიან კეთილი ქალი იყო. ეს ფოტო მხოლოდ 7 თვის წინ არის გადაღებული სტამბოლში. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ უფრო ხშირად თქვით „მიყვარხარ“, გაუშვით სიბრაზე და წყენა, ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე და დაეხმარეთ სხვებს “, – წერს დარენ პრინცი.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1773490725

ტრაგედია ნუცა ბუზალაძის ოჯახში

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სამწუხარო  ინფორმაციას ავრცელებს. ,,დიდი ტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი დეიდა, ჩემი მეორე დედა, ლია.პანაშვიდი გაიმართება კვირას და ორშაბათს. მისამართი: ონიაშვილის 18",- წერს მომღერალი.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1773489448

ნუცა ბუზალაძე ახალ სიმღერას აანონსებს – „Illusions“-ს მომღერალი 20 მარტს გამოუშვებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ახალ „სინგლს“ „ილუზიები“ აანონსებს. ამის შესახებ მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს და აცხადებს, რომ მისი მოსმენა საზოგადოებას 20 მარტიდან შეეძლება.„ჩემი ახალი სინგლი „ილუზიები“ 20 მარტს გამოვა“, – წერს ნუცა ბუზალაძე.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ნუცა

ტაბლოიდი 1772104560

„შეუდარებელი ხარ...“ - ნუცა ბუზალაძე ცეკვის კადრებს აქვეყნებს

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჯერად აშშ-ში მოღვაწეობს, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს მისი გამოჩენა.მომღერალი ამჯერად გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, სადაც შესანიშნავ ფორმაშია - იგი შინდისფერ ორეულში პოზირებს და ცნობილი ტიკ-ტოკის ტრენდზე ცეკვავს.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1771573020

„მინდა აქ დავრჩე და ჩემი საუკეთესო წლები, გამოვიყენო...“ - რას ჰყვება ნუცა ბუზალაძე რჩეულზე

ნუცა ბუზალაძე ამერიკაში გავლენიან აგენტსა და პროდიუსერ დარენ პრინცზე დანიშვნის ისტორიას კიდევ ერთხელ იხსენებს. მომღერალმა საქმროს გაცნობისა და ურთიერთობის დეტალებზე გადაცემაში „ჩვენი შოუ“ ისაუბრა.ნუცას თქმით, ყველაფერი ბედისწერით დაიწყო — American Idol-ში მონაწილეობის დროს მას თავად დაუკავშირდა ცნობილი ამერიკელი აგენტი. თავიდან ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მეგობრობამ სიყვარული მოიტანა.მომღერალი ამბობს, რომ ამერიკაში გადასვლის შემდეგ ყოველდღიურმა სიახლოვემ მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა და დარენმა მას ხელი რამდენიმე თვეში სთხოვა.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1771085958

ფერადი კარნავალი და ვერტმფრენით გასეირნება - ნუცა ბუზალაძე რიო-დეჟანეიროში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა.ამჯერად, იგი გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში მოგზაურობს. კადრებში ჩანს, რომ მომღერალი ფერად კარნავალს დაესწრო და ვერტმფრენით გაისეირნა.

ნუცა

ტაბლოიდი 1771073460

PHOTO: ელეგანტური ლუქი და ცეცხლოვანი ფოტოსესია - ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრები აღაფრთოვანა

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ფოტოსესიიდან ახალ კადრებს უზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.მომღერალმა ფოტოსესია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით მოაწყო. ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და აღნიშნავენ, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება. 

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1769766279

კადრები ნუცა ბუზალაძის დაბადების დღის წვეულებიდან

მომღერალი ნუცა ბუზალაძე 28 იანვარს 29 წლის გახდა და დაბადების დღე მეგობრების და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა.  კადრებს ნუცა „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს.             View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ბუზალაძე

ტაბლოიდი 1769691180

„წინ შესანიშნავი დღე გელოდება, მიყვარხარ“ - დარენ პრინცის მილოცვა იუბილარ ნუცა ბუზალაძეს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე იუბილარია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი მეუღლე, ცნობილი ამერიკელი აგენტი დარენ პრინცი სოციალურ ქსელში ფოტოებს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გილოცავ 29-ე დაბადების დღეს. წინ შესანიშნავი დღე გელოდება და კიდევ უფრო საოცარი 2026 წელი. როგორც ვიცით, დავაყენოთ ღმერთი პირველ ადგილზე და კურთხევა მოვა. მიყვარხარ “, – წერს დარენ პრინცი. 

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1768901940

„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო“ - ნუცა ბუზალაძე

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, წერს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. „ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო“, - წერს ნუცა.ცნობისთვის, ნუცამ ცხვირის რინოპლასტიკა გაიკეთა და ახალი ფოტოები გააზიარა.

NUCA

ტაბლოიდი 1768755621

VIDEO: „ახალი წელი, ახალი ცხვირი“ – ნუცა ბუზალაძემ რინოპლასტიკა გაიკეთა

ნუცა ბუზალაძემ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. მომღერალი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ახალ იმიჯს უზიარებს.„HAPPY NEW YEAR…ახალი წელი, ახალი ცხვირი…4 დღეა რაც გავიკეთე დახურული რინოპლასტიკა Beverly Hills Rhinoplasty Center ში, Dr. Dugar თან“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

ნუცა

საზოგადოება 1768119095

„2 ქორწილი მინდა, აქაც და იქაც, და 4 კაბა" - ნუცა ბუზალაძე გავლენიან საქმროსა და მოსალოდნელ ქორწილზე

 ნუცა ბუზალაძე, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში საქმიანობს, თავის აგენტზე, ცნობილ და გავლენიან პროდიუსერ დარენ პრინცზე დაინიშნა. "იმედის დღეში"სტუმრობისას ნუცამ თავის კარიერაზე, სამომავლო გეგმებზე და საქმროზეც ისაუბრა: - პირველად დამინახა American Idol-ში და თვითონ შემეხმიანა, როგორც აგენტი. მომწერა და ერთ თვეში შევხვდით. რომ გამიცნო, ჩემი ადამიანობა მოეწონა ყველაზე ძალიან და ჩემი ამბავი, რაც მოვუყევი, საიდან დავიწყე და რას მივაღწიე. დააფასა ჩემი ჟინი და მებრძოლი ხასიათი. მისთვის, როგორც აგენტისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. რომ ინვესტიციას რაშიც ჩადებს, ამან გაამართლოს. მთავარია, რომ ზარმაცი არ იყო. მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია. ებრაელია, მაგრამ მორწმუნე ადამიანია და ჩემშიც რომ დაინახა ეს, და გული... მასაც ძალიან კეთილი გული აქვს. ბევრ რაღაცაში თანხვედრა გვქონდა. ამ შეხვედრის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.ნუცას თქმით, დიდი ხნის შემდეგ მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. - საქართველო უკვე გაიცნო, აგვისტოში მყავდა. ძალიან მოეწონა დერენს ჩემი მეგობრები და ხალხი საქართველოში. ძალიან გულიანი ადამიანები არიანო. ძალიან მოეწონა ჩვენი სტუმარმასპინძლობა, საჭმელებზე ლაპარაკი აღარ მაქვს.ნუცამ საქორწილო გეგმებზეც ისაუბრა:- მე მინდა ორი ქორწილი, აქაც და იქაც. იქაც ბევრი მეგობარი გვყავს და იქიდან აქ ყველა ვერ ჩამოვა. აქედან იქ ყველა ვერ წავა. ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა.