ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1786826882

„ეს არის ინვესტიცია...“ - რის შესახებ წერს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ცხოვრების სტილისა და ვარჯიშის რუტინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:„ბოლო პერიოდში ვვარჯიშობ კვირაში 6 დღე, ხოლო 1 დღეს სრულად ვისვენებ. ჩემი რუტინა მოიცავს წონის ვარჯიშებს, სირბილს, ველოსიპედს, ცურვას და ჰაიკინგს. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ პროგრესს მხოლოდ ფიზიკურად არ ვგრძნობ, გონებრივადაც ბევრად უფრო ძლიერი, მშვიდი და დისციპლინირებული გავხდი.ვარჯიში ჩემთვის უკვე აღარ არის მხოლოდ ფორმაში ყოფნა. ეს არის ინვესტიცია ჩემს სხეულში, გონებასა და მომავალში“

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1786741460

„შავი თუ თეთრი“ - ნუცა ბუზალაძე შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს. მომღერალი როგორც ყოველთვის შეუდარებელ ფორმაშია და საზოგადოებისგან დადებით შეფასებებს იმსახურებს.„თეთრი თუ შავი“, – წერს ნუცა ბუზალაძე.           View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

აა

საზოგადოება 1785530573

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბათუმში მასშტაბური მუსიკალური შოუსთვის ემზადება. არტისტის განცხადებით, 22 აგვისტოს მაყურებელს მისი კარიერის ყველაზე დიდი და განსაკუთრებული კონცერტი ელოდება.„22 აგვისტოს გელოდებით ჩემს ყველაზე დიდ და განსაკუთრებულ შოუზე.🎶 Live band from Hollywood🎻 ქართველი მუსიკოსები ერთ სცენაზე მსოფლიო დონის არტისტებთან ერთად💃 მოცეკვავეები • სპეციალური ვიზუალური ეფექტები • მოწვეული სტუმრები • დაუვიწყარი საღამო“- წერს ნუცა ბუზაქლაძე.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1785527898

„ვიყოთ მართლები საკუთარ სიტყვასთან...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ნუცა ბუზალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.„დღეს წავიკითხე ასეთი წიგნი, რომელსაც ჰქვია, ოთხი შეთანხმება საკუთარ თავთან. მე ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს შეთანხმება გამოადგებოდა ცხოვრებაში. ძალიან მინდა, რომ ეს ვიდეო ჩაგიწეროთ. პირველი არის ის, რომ ვიყოთ მართლები საკუთარ სიტყვასთან. სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალაამეორე, ნურაფერს ნუ მიიღებ პირადად, რადგან სხვების სიტყვები და ქცევა მათზე მეტყველებს და არა თქვენზე.მესამე, ეს არის არ გააკეთოთ ვარაუდები. აუცილებელია კომუნიკაცია, რომ ძალიან ბევრი ტკივილი ავირიდოთ ცხოვრებაში. და მეოთხე, ყოველთვის გააკეთე შენი მაქსიმუმი...“, - ამბობს ვიდეოში ნუცა ბუზალაძე.

ნუცა ბუზალაძის რჩეული

ტაბლოიდი 1785441025

„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ

მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ცნობილი ამერიკელი აგენტი, დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ.წყვილის გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დარენ პრინცი წერს და ნუცას ემოციურ პოსტს უძღვნის.„ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა განსაკუთრებული მიზეზით შეგვახვედრა. პირად ცხოვრებაშიც ეს იყო ისეთი რამ, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით და ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება. შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. განაგრძე ბრწყინვალება ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე, როგორც იმ ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები“, – წერს დარენ პრინცი.

ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი

ტაბლოიდი 1785431447

„ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა...“ - ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი დაშორდნენ

მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ცნობილი ამერიკელი აგენტი, დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ.წყვილის გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დარენ პრინცი წერს.„ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა განსაკუთრებული მიზეზით შეგვახვედრა. პირად ცხოვრებაშიც ეს იყო ისეთი რამ, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით და ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება. შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. განაგრძე ბრწყინვალება ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე, როგორც იმ ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები“, – წერს დარენ პრინცი.

აა

ტაბლოიდი 1784316274

„თქვენთვის სიახლე მაქვს“ - ვრცელდება ნუცა ბუზალაძის მიმართვა

მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს.ნუცამ მსმენელს აცნობა, რომ მისი ახალი სიმღერა 17 ივლისს გამოვა და ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება. ნახეთ, ვიდეო:

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1784236501

„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში

ნუცა ბუზალაძის კარიერულ ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მომღერალი, რომელიც უკვე ერთი წელია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრი გახდა.ამ წარმატების შესახებ ნუცა fortuna.ge-ს უყვება.22 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ამერიკელი და ქართველი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ბენდის თანხლებით, ნუცა ბუზალაძე სოლოკონცერტს გამართავს.- როცა მოგივიდა მეილი, სადაც გაცნობეს, რომ „გრემის“ აკადემიის წევრი გახდი, მეუღლეც ხომ იყო შენ გვერდით?- მეუღლეც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ არ იცოდა, რომ ერთი წელია, ამაზე ვმუშაობ. წევრობა რომ მინდოდა, მისთვის არ გამიმხელია. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამაყობს და ძალიან უხარია, მაგრამ მიღწეულის გამო არასდროს გამოხატავს დიდ ემოციებს. პირიქით, უნდა, რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ და მეტს მივაღწიოთ„დენი, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, გაგებით ეკიდება ჩემს ხასიათს, რომელიც ძალიან კარგად იცის უკვე, რადგან სამი წელია, ჩემი აგენტია. პირიქით, უნდა, რომ ხელი შემიწყოს. თუ მჭირდება ბედნიერებისა და კარგად ყოფნისთვის ჩემს ქვეყანაშიც ვიყო და ამერიკაშიც, მაშინ მისთვის ეს მისაღებია“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე.სრული ინტერვიუ ნახეთ აქ:

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1783804549

ნუცა ბუზალაძე იტალიაში მოგზაურობიდან კადრებს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.ამერიკაში მცხოვრები მომღერალი საკუთარ პლატფორმაზე ხშირად აზიარებს არა მხოლოდ შემოქმედებით სიახლეებს, არამედ პოზიტიურ გზავნილებს, რომლებიც ადამიანებში მოტივაციისა და კარგ განწყობის ამაღლებას ემსახურება.ამჯერად ნუცამ ახალი, კადრები გაგვიზიარა საიდანაც ვიგებთ რომ იგი იტალიაში, პოსიტანოში მოგზაურობს:„ნუცა, მიყვარხარ“. „ულამაზესი გოგო“. „სიტყვები არ მყოფნის, საოცარ ფორმაში ხარ“, - წერენ კომენტარებში.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1782715354

„ძალიან მინდა, ყველას ლამაზი ცხოვრება გქონდეთ“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს მიმართავს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი კომუნიკაციით გამოირჩევა.ამჯერად ნუცამ ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელსაც თან თბილი სურვილებით სავსე მიმართვა დაურთო. „ბედნიერ დღეს გისურვებთ! ძალიან მინდა, ყველას ლამაზი და წარმატებებით სავსე ცხოვრება გქონდეთ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1781384636

„ყოველ მომდევნო საფეხურზე ასვლას უფრო მეტი სიძულვილი მოჰყვებოდა...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მსმენელს ახალი სიმღერა „La La“ წარუდგინა.“სოციალურ ქსელში, გავრცელებულ ვიდეოში მომღერალი ამბობს, რომ სიმღერის ინსპირაცია მისი ცხოვრებისეული გზა გახდა.„რვა წლის ასაკიდან ტელევიზიაში და სცენაზე ვარ. 16 წლისამ ოჯახზე ზრუნვა დავიწყე, საკუთარი სახლი ვიყიდე, ჩემი ცხოვრება ნულიდან ავაშენე და ჩემს ცხოვრებაში ყოველ მომდევნო საფეხურზე ასვლას უფრო მეტი სიძულვილი მოჰყვებოდა. თავიდან ეს მტკენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაც გავაცნობიერე: ადამიანები, როგორც წესი, თავს ესხმიან იმას, რაც მათში ფარულ კომპლექსებსა და შიშებს აღვიძებს.ასე რომ, „La La“ ჩემი პასუხია ამ ყველაფერზე. ეს არ არის სევდიანი სიმღერა, ეს არის ძალის მომცემი. ეს ჩემი მხრიდან იმის თქმაა: „რაც გინდათ, ის ილაპარაკეთ, საყვარელო, მე საერთოდ არ მადარდებს, რადგან ვერანაირი აზრი ვერ შეაჩერებს იმას, ვისაც საკუთარი თავის მტკიცედ სჯერა.“ამიტომ, მინდოდა შემექმნა ჰიმნი იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიღალა სხვების ნეგატივის გამო საკუთარ თავს ზღუდავს“, - ამბობს ვიდეოში ნუცა ბუზალაძე.

ნუცა

საზოგადოება 1780691787

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო და საქართველოს და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. „დიდი პატივი იყო ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნების შესრულება. განსაკუთრებით საამაყოა, რომ უკვე მეორედ მქონდა პატივი შემესრულებინა ორივე ქვეყნის ჰიმნი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და თავს უყრიდადიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სახელმწიფო მოხელეებსა დასაპატიო სტუმრებს.ამავდროულად, აღინიშნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეც.ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, ამერიკელი მეგობრების პატივსაცემად, შევასრულე „My Way“ სიმღერა, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს “, – წერს ნუცა ბუზალაძე.