ტრანსპორტი

საზოგადოება 1782989499

კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 4 ივლისიდან ამოქმედდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება„4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და კომფორტულად.

ავტობუსი

საზოგადოება 1782936199

კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 4 ივლისიდან ამოქმედდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება„4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და კომფორტულად.

ავტობუსი

საზოგადოება 1782891522

N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება„4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და კომფორტულად.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1782823761

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე.საქართველო, როგორც პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ასამბლეას, როგორც უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, ხელს უწყობს დიალოგს, ურთიერთგაგებასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.„შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ.საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი მოქალაქეების, ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების მიმართ და, შესაბამისად, უკეთ არიან ინფორმირებულნი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თაობაზე. ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე, აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად.ამ რთულ ვითარებაშიც კი, გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა“ აქციეს ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს.„როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას - ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები, ასევე, აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ თავქარიანი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მისივე შეფასებით, დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა.„მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა „შუა დერეფნის“ განვითარებამ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის - უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის - განხორციელების ხელშეწყობა.ასევე, ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში. პაბსეკის პრეზიდენტის რანგში, მონაწილეობა მივიღე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტში. მჯერა, რომ რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობას და ჩვენი ხალხებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად.„ჩვენი გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება. ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას.როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს.ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.ჩვენს პლენარულ სესიას წარმატებას ვუსურვებ და მოუთმენლად ველი ნაყოფიერ და შინაარსიან განხილვებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1782809487

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას

ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება.„ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას.როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს.ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1782804934

შალვა პაპუაშვილი: პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად - დღესდღეობით პაბსეკის როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე

„საქართველო, როგორც პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ასამბლეას, როგორც უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, ხელს უწყობს დიალოგს, ურთიერთგაგებასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.„შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ.საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი მოქალაქეების, ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების მიმართ და, შესაბამისად, უკეთ არიან ინფორმირებულნი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თაობაზე. ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე, აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად.ამ რთულ ვითარებაშიც კი, გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე. BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა“ აქციეს ჩვენი ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს. როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას - ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები, ასევე, აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ ავანტიურისტი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა.„მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შუა დერეფნის განვითარებამ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის - უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის - განხორციელების ხელშეწყობა.ასევე, ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში. პაბსეკის პრეზიდენტის რანგში, მონაწილეობა მივიღე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტში. მჯერა, რომ რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობას და ჩვენი ხალხებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მისივე ინფორმაციით, შავი ზღვის რეგიონისთვის ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად.„ჩვენი გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება. ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას.როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს.ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.ჩვენს პლენარულ სესიას წარმატებას ვუსურვებ და მოუთმენლად ველი ნაყოფიერ და შინაარსიან განხილვებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამა შალვა

საზოგადოება 1782340897

„ერთს ვკითხე, ცოლს რომ ეღალატა, შენ შეურიგდებოდი მეთქი? მაშინ, შენ რატომ ითხოვ შერიგებას?! ქრისტიანობაში მსგავსი რამე არ წერია...“ - მამა შალვა

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია პოდკასტში „წარმატების ისტორია“ ღალატის შესახებ საუბრობს. „ღალატი ღალატია, კაცი ღალატობს ქალს თუ ქალი კაცს - ორივე შემთხვევაში ღალატია. ერთ-ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი, მე ჩემს ცოლს ვუღალატე და მინდა, შემირიგდესო. მას ვკითხე, შენს ცოლს რომ ეღალატა, შენ შეურიგდებოდი მეთქი? რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდიო. მაშინ, შენ რატომ ითხოვ, შენი ცოლი შეგირიგდეს?! შენ თუ იმას ფიქრობ, ცოლმა გიღალატა და უფლება არ აქვს შგირიგდეს, შენ რომ უღალატე შენს ცოლს, რა უფლება გაქვს, რატომ ითხოვ შერიგებას?! ქრისტიანობაში მსგავსი რამე არ წერია. ადამიანები ზოგჯერ, რწმენას საკუთარ თავზე ირგებენ. მათთვის წმინდა წერილი არ არის ის წიგნი, რომლითაც ცხოვრობენ. ძალიან ბევრი მართლმადიდებელია, ეკლესიის წევრია, რომელსაც წმინდა წერილი წაკითხული არ აქვს. ჩვენ წმინდა წერილს სამწუხაროდ, არ ვიცნობთ, ამიტომ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამ ყველაფერში გარკვეულები არა ვართ“, - ამბობს მოძღვარი. 

ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

საზოგადოება 1782293066

ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, ინფრასტრუქტურის კუთხით დედაქალაქს აქვს გამოწვევები და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად,კონკრეტულ ქუჩებზე ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.„პირველ ეტაპზე ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი მოაწესრიგა, ამჟამად კი გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რაც სანიაღვრე ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ნაძვების ქუჩას, აქ მოწესრიგდება 10 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია, სადაც ამჟამად, ფაქტობრივად, გზა არ არსებობს, არის გრუნტის გზა. ამ შემთხვევაშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოაწესრიგა, ამის შემდეგ კი გამგეობამ საგზაო პროექტი დაიწყო - მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.გარდა ამისა, თბილისის მერმა ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირის N51-ის მიმდებარედ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საყრდენი კედლის მშენებლობაზე.მისი თქმით, კედლის სიგრძე 74 მეტრი, ხოლო სიმაღლე 10 მეტრი იქნება და ტერიტორიაზე სულ 1 344 მეტრი სიგრძის 112 ხიმინჯი მოეწყობა.„მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.არის გამოწვევები და პრობლემები. ამიტომ გვინდა, რომ იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებით შევდივართ, ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ, შევქმნათ ახალი დიზაინის ქუჩები, მოვაწესრიგოთ კომუნიკაციები და განვაახლოთ საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ჯვრისწერის ბეჭდები

საზოგადოება 1782244117

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ - მამა საბას პასუხი

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ - ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს მსგავსი კითხვა ერთხელ მაინც გასჩენია. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ამ კითხვაზე შემდეგნაირად პასუხობს: „თუ თქვენ, ან თქვენმა მეუღლემ ახალი ოჯახი შექმენით, ის ჯვარნაწერი ბეჭედი არის ოქრო და მეტი არაფერი, რაც გინდათ ის უქენით. თუ თქვენთვის ის ჯვარნაწერი საქორწინო ბეჭედი იმდენად ფასობს და იმდენად არის ღირებული, რამდენადაც იმ ადამიანთან ერთობის და იმ სიყვარულის სიმბოლოა და თუ თქვენ ეს ერთობა აღარ გაქვთ, რა თქმა უნდა, იმ ბეჭედსაც არავითარი მაგიური დატვირთვა არ აქვს. ჩვეულებრივი ოქროა, გინდათ როგორც ბეჭედი ისე შეინახეთ, გინდათ ვინმეს აჩუქეთ, გადაადნეთ და სხვა რამე გააკეთეთ, თუ თქვენ ადამიანი დათმეთ, ადამიანებმა თუ ვერ შეინარჩუნეთ ერთმანეთი, სიყვარული დათმეთ და ვერ გაუფრთხილდით, „კალიცოს“ გაუფრთხილდე და ადამიანს არა, ცოტა სასაცილოა“, - ამბობს მოძღვარი.

ბბს

მსოფლიო 1782037730

BBC-მ შეცდომა აღიარა და მასალა შეასწორა

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგი შეცდომა აღიარა და გამოქვეყნებული მასალა ჩაასწორა.BBC წერს, რომ 18 წლის ჰენრი ნოვაკის მკვლელობასთან დაკავშირებულ ინტერვიუში შეცდომით მოიხსენია „Reform UK“-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის ციტატა, რომელმაც თითქოს ხალხს რადიკალური ქმედებისკენ მოუწოდა (ხალხმა ჰენრი ნოვაკის სიკვდილს „თეთრი, ცივი მრისხანებით“ უნდა უპასუხოს). ფარაჟმა სინამდვილეში ახსენა ფრაზა- Pure, cold rage, რაც ცნობილი ინგლისური იდიომატური გამოთქმაა და ნიშნავს რადიკალიზმის და ექსტრემიზმისგან დაცლილ “სუფთა ბრაზს“. BBC-მ შეცდომა უკვე შეასწორა და განმარტებაც გამოაქვეყნა.

მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი

საზოგადოება 1781683387

ბაგების დასახლებაში, მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის

თბილისის მერიის ინიციატივით, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილია მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა. პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის კონკურს აცხადებს, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისს დასრულდება.„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. ზოგადად, მულტიფუნქციური ცენტრები ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ორი დიდი პროექტი განვახორციელეთ – დიდ დიღომსა და სამგორის რაიონში. ორივე ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, გვაქვს საინტერესო პროგრამა 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს ინფრასტრუქტურა ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლიათ გამოიყენონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისი თქმით, ახალ ცენტრში პირველად განხორციელდება ღია ტიპის საცურაო აუზის პროექტი.„სპორტულ ცენტრში განთავსდება საცურაო აუზი ზომით 50X25-ზე, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის. მსგავსი პროექტი ჯერ არ გაგვიკეთებია. ასევე, მოეწყობა დახურული 7X7-ზე ზომის საფეხბურთო მოედანი, ფიტნეს დარბაზი და პადელის კორტები. ობიექტს ექნება საპარკინგე სივრცე და ტერიტორია კაფესთვის. აღნიშნულის განსახორციელებლად, პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია აცხადებს კონკურს. წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და დასრულდება 17 ივლისს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და იმედი გამოთქვა, რომ იქნება შესაბამისი დაინტერესება, რათა თბილისში კიდევ ერთი გამორჩეული არქიტექტურის პროექტი განოხორციელდეს.

შიო მესამე

საზოგადოება 1781596518

შიო მესამე: ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ

15 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.დამსწრე საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა წაუკითხა და მიულოცა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.როგორც პატრიარქის სიტყვაში იყო აღნიშნული, თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა.„დღეს მეტად სასიხარულო მიზეზით შევიკრიბეთ. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს „ღირებულებითი განათლების“ კლუბების პროექტს.ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ ამ თანამშრომლობით განვლილი გზა, ერთად გავიხაროთ იმ კეთილი ნაყოფით, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ გამოიღო და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალი თაობების აღზრდის საქმეში გვაკისრია.თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენს თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით.სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ათასობით მოზარდს ეძლევა საშუალება, სასკოლო გარემოში ჩაუღრმავდეს ზნეობრივ და ქრისტიანულ ღირებულებებს და შეძლოს, ცოდნასთან ერთად, ისეთი ღირებულებებით ცხოვრება, როგორიცაა სიყვარული, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, თანაგრძნობა და მოყვასზე ზრუნვა. სწორედ ეს იყო პროექტის თავდაპირველი მიზანიც. ამ საქმეში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და თავდადება განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან სწორედ ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ. პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და ძლიერდება. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მისი შედეგები თვალნათლივ აისახება სასკოლო გარემოზე. ვხედავთ, როგორ იქმნება უფრო ჯანსაღი, თბილი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია. იმედს გვაძლევს ის დადებითი გამოხმაურება და მხარდაჭერა, რომელსაც პროექტის მონაწილეებისგან: მოსწავლეებისგან, პედაგოგებისა და სასულიერო პირებისგან ვიღებთ.წელს კიდევ ერთი სიახლე გვაქვს: პროექტი ეპარქიებშიც წარმატებით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან მასში ჩართული ეპარქიების სამღვდელოების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა გვსურს გადავუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის ყველა თანამშრომელს, რომელთაც თავის დროზე სათანადოდ შეაფასეს საპატრიარქოს მცდელობა, მოზარდთათვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ის ღირებულებები, რომლებსაც სამყაროში უდიდესი კაცთმოყვარეობით აღსავსე ქრისტიანული მოძღვრება ქადაგებს. მადლობა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, რათა „ღირებულებითი განათლება“ სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობებისა და მისი, როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში. მადლობა ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და პროექტში ჩართულ ყველა სასულიერო პირს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ სკოლებში „ღირებულებითი კლუბების“ დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონერებისთვის.აღსანიშნავია, რომ ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში მათ გამოავლინეს განსაკუთრებული ერთგულება და სიყვარული ეკლესიის მიმართ. მოგეხსენებათ, უწმინდესის საფლავთან განუწყვეტლივ აღევლინებოდა პანაშვიდები, დაწესებული იყო მორიგეობა, ხოლო დაკრძალვისა და შემდგომი საეკლესიო პროცესების ორგანიზებაში მათ დიდი პასუხისმგებლობითა და თავდადებით მიიღეს მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გულითად მადლობას გიხდით ყველას თავდაუზოგავი მსახურებისა და შრომისთვის, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას მომავალშიც ეყოლება ქრისტეს რწმენის ერთგული, სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებზე აღზრდილი მოქალაქეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – ნათქვამია შიო მესამის მისასალმებელ სიტყვაში.როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წერს, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.ღონისძიებას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო და საერო პირები.