თბილისის მერია

საზოგადოება • 1790965817

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.წინანაურის ქუჩიდან ორთაჭალის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კრწანისის II შესახვევის, კრწანისის ქუჩის, დიმიტრი გულიას მოედნის, გია გულუას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, ძეგლთან მოხვევით. ხოლო ორთაჭალის ქუჩიდან წინანაურის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის II შესახვევის გავლით.აღნიშნულ პერიოდში მიკროავტობუსები N557 და N580 იმოძრავებენ ორთაჭალის ქუჩის N89ა-მდე, ხოლო N561 და N562 მიკროავტობუსები კრწანისის ქუჩიდან მოემსახურებიან ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთს – N92-დან კრწანისის II შესახვევამდე, ასევე კრწანისის II შესახვევს, ორთაჭალის ქუჩის კვეთიდან ვოლსკის ქუჩამდე.ამ ეტაპზე წინანაურის ქუჩაზე ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება.პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პოლიტიკოსი

პოლიტიკა • 1790953301

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც

 მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რაც საშუალებას იძლევა, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, მოსახლეობის მთაში დამაგრებისთვის და მათი ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება.„ქვეყნის შიდა მიგრაციის ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ამ პროექტსა და მსგავს მიდგომას დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა მთაში დავამაგროთ და დაცული იყოს საზღვრისპირა ზოლი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ამონტაჟებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. მოსახლეობა დენით ინდივიდუალურად იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერ ამინდში.

დიმიტრი ხუნდაძე

საზოგადოება • 1790952948

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს, 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არა თუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც

მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს, 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არა თუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - აცხადებს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.მისი თქმით, მოსახლეობის მთაში დამაგრებისთვის და მათი ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება.„ქვეყნის შიდა მიგრაციის ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ამ პროექტსა და მსგავს მიდგომას დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა მთაში დავამაგროთ და დაცული იყოს საზღვრისპირა ზოლი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკრო სადგურების მონტაჟს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. მოსახლეობა დენით ინდივიდუალურად იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერ ამინდში.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1790878500

პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით.რუსეთის ლიდერს დაუსვეს შეკითხვა იმ პირობების შესახებ, რომლებიც მოსკოვმა შესაძლოა წამოაყენოს ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემის შემუშავებისთვის.„იტალია ევროპაში მდებარეობს, მე კი ევრაზიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, იტალიას განვიხილავთ და მოვიაზრებთ ევრაზიული პარტნიორობის ნაწილად. იქნება იტალია ევროკავშირის წევრი თუ არა - ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით და არც გვსურს ამ დისკუსიაში შესვლა, რადგან ვიცით, რომ იმავე წამს იტყვიან, თითქოს ევროკავშირის დაშლა გვსურს. თუმცა ჩვენ არაფრის დაშლა არ გვინდა, ჩვენ მხოლოდ მშენებლობა და თანამშრომლობა გვსურს“, - აღნიშნა პუტინმა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790876340

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.„უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. მადლობა შედეგისთვის“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ ტიპის რაკეტების სერიულ წარმოებას განახორციელებს. თავდასხმის სხვა დეტალები ან დარტყმის ზუსტი ლოკაცია პრეზიდენტს არ დაუზუსტებია.კომპანია Fire Point-ის მიერ შემუშავებული FP-7 რაკეტის პრეზენტაცია 2025 წელს შედგა, ხოლო 2026 წლის თებერვალში გავრცელდა სახმელეთო პლატფორმიდან მისი საცდელი გაშვების კადრები.

პუტინი

მსოფლიო • 1790873940

პუტინი: თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვალად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი.„თუ საქმე მივა რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირ თავდასხმამდე - ამ შემთხვევაში იგულისხმება კალინინგრადი, თუმცა შესაძლოა სხვა ტერიტორიებიც - რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გარდაუვლად და დაუყოვნებლივ გამოჩნდება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა შეიარაღების გამოყენების საკითხი. ეს გარდაუვალია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

კირილ დმიტრიევი

მსოფლიო • 1790871660

კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა - დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა. დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა.„ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის უჩვეულოდ ბრძნული სიტყვები, რომელიც ღიად ამბობს, რომ ევროკავშირის ისტერიკა რუსეთით დაშინებაზე არცერთ ფაქტს არ ეყრდნობა“, - დაწერა დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ზე.მისი თქმით, ევროკავშირის ოფიციალური პირები რუსეთს „საფრთხობელად“ იყენებენ, რათა საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ საკუთარ წარუმატებლობებზე მიგრაციის, ეკონომიკისა და შიდა პოლიტიკის სფეროებში.დმიტრიევის რეაქცია მოჰყვა სინკევიჩიუსის მიერ სამშაბათს, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ მოსკოვი ალიანსის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს ამზადებს.„მიმაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ არსებობს საფრთხე, მაგრამ არ შეგვიძლია გადაჭარბება და იმის თქმა, რომ უახლოეს თვეებში ან კვირებში რაიმე მოხდება“, - განაცხადა სინკევიჩიუსმა.მან დასძინა, რომ პირადად ჰკითხა რუტეს, არსებობდა თუ არა რაიმე მტკიცებულება ან სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის მზადებაზე: „სინამდვილეში, ასეთი მონაცემები არ არსებობს. რისკი რჩება, თუმცა ის არ იცვლება - არც იზრდება და არც მცირდება. შესაბამისად, ვფიქრობ, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება და სწორედ ამას ვაკეთებთ“.

ტრამპი ზელენსკი

მსოფლიო • 1790869231

გარკვეული საბრძოლო მასალის მიღებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა, მას არ ჰქონდა თვითმფრინავები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვეული ტიპის  საბრძოლო მასალის მიღებაზე უარი თქვა, რადგან უკრაინას მისი გამოყენებისთვის საჭირო თვითმფრინავები და სხვა შესაბამისი შესაძლებლობები არ ჰქონდა.ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საბრძოლო მასალის მარაგები ამჟამად აქტიურად ივსება და ქვეყანაში შეიარაღების წარმოება იზრდება.„არის საბრძოლო მასალა, რომლის მიღებაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა. თუმცა, ეს ძალიან ძლიერი საბრძოლო მასალაა. მან უარი თქვა, რადგან მას არ ჰქონდა თვითმფრინავები და სხვა საშუალებები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგად აშშ-ში გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგი შემცირდა, თუმცა მისი ადმინისტრაცია ახლა დანაკლისის შევსებაზე აქტიურად მუშაობს და აშშ-ის „კარგ ფორმაშია“.ტრამპის განცხადებით, აშშ-ში თავდაცვის სფეროს კომპანიები, მათ შორის Raytheon, საწარმოო შესაძლებლობებს აფართოებენ.„ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენებენ ქარხნებს. მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე და ჩვენ ვაგროვებთ საბრძოლო მასალას იმ დონეზე, როგორც არასდროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროკომისია

მსოფლიო • 1790867820

Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა

ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.„დღეს, კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვიპოვეთ გზები 2026 წლისთვის უკრაინის ბიუჯეტისა და თავდაცვის საჭიროებების დასაფარად. ჩვენ ასევე ხელახლა დავადასტურეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მათი დროული გამოყოფის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია კომისიის ბუნდოვნად ფორმულირებულ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს გაავრცელა.ამით აღმასრულებელმა ორგანომ დახურა დებატები, რომლებიც აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს 27-მილიარდიანი დეფიციტის შევსებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა ისინი, რომ იარაღის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიწოდება საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.მას შემდეგ ევროკომისია უკრაინის მთავრობასთან ტექნიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფინანსური დეფიციტის ზუსტი მასშტაბის დასადგენად.თავიდანვე, ევროკავშირის ოფიციალური პირები ერიდებოდნენ 27 მილიარდი დოლარის ოდენობის ციფრის დადასტურებას, რადგან მას მოულოდნელად და დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ.ამის სანაცვლოდ, მათ ყურადღება გადაიტანეს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც ბლოკის დახმარების მთავარ ხაზს წარმოადგენს. ის ითვალისწინებს 45 მილიარდ ევროს 2026 წლისთვის, ხოლო კიდევ 45 მილიარდ ევროს - 2027 წლისთვის.ვიდრე ტექნიკური მოლაპარაკებები გაჭიანურდა, ბრიუსელმა გაზარდა ზეწოლა კიევზე, რათა დაეჩქარებინა ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია მხარდამჭერი სესხისა და წინა დახმარების პაკეტის გასახსნელად. ევროკომისია უკმაყოფილოა საკანონმდებლო პროცესის ნელი ტემპით.

საქპატენტი

საზოგადოება • 1790860308

საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა

საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსდება. აღნიშნულ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა მისი ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენასა და საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.ცენტრის სამუზეუმო დარბაზი განახლებადი პერიოდულობით დროებით და მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს ეთმობა. ამ სივრცეში გამართული გამოფენები გამოირჩევა დამთვალიერებელთა მაღალი ნაკადით და სარგებლობს ფართო საზოგადოების დიდი ინტერესითა და მოწონებით. შესაბამისად, დიმა ანთაძის ნამუშევრის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსება ახალ კულტურულ მნიშვნელობას შეიძენს.საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს მადლობა გადაუხადა ფერწერული ტილოს გადაცემისთვის და აღნიშნა, რომ, ხელოვნების ნიმუშების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ხელოვანების ცნობადობის გაზრდა და  ხელშეწყობა.ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა. ეს არის თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა, რომელიც მოიცავს მედიათეკას, სამუშაო, სალექციო და საკონფერენციო აუდიტორიებს, სამკითხველო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს.აღსანიშნავია, რომ ამავე ცენტრში გაიმართა საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ჟურნალის მეორე ნაწილის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საქპატენტის თავმჯდომარემ ცენტრს დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1790800590

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.მისი თქმით, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ერისკაც ბიძინა ივანიშვილს უკავია და სწორედ ის არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი ფიგურა.როგორც სამხარაძე აღნიშნავს, 1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.“ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომლის ღვაწლი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების საქმეში განსაკუთრებით დიდია. სწორედ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და იმ რთულ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური პროცესის სათავეში ჩადგომა გახდა ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც ცვლილებას რეალური შესაძლებლობა მისცა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა  შეძლო ამ პროცესის სათავეში ჩადგომა და იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მთავარი ფიგურა სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო.ერისკაცის როლი მხოლოდ 2012 წლის გამარჯვებით არ შემოიფარგლება. მისი სახელი ამ ისტორიის იმ ნაწილთან არის დაკავშირებული, რომელმაც ქართული პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს, როდესაც საქართველოში მშვიდობა გვაქვს, ესეც, ისევ და ისევ, პირველ რიგში, სწორედ იმ ერთი ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ყველაზე რთულ დროს აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.ვულოცავ ამ დღეს „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს, ნამდვილებს, ყველას, ვინც იმ ისტორიულ დღეებში იდგა ამ ბრძოლის გვერდით და ვისთვისაც 1 ოქტომბერი განსაკუთრებული ისტორიის ნაწილია,” - წერს დიმიტრი სამხარაძე.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790782920

მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, ეს დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება“, - განაცხადა რუტემ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე.„ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს საფრთხე არ არსებობს, ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ საპასუხო დარტყმისთვის“, - განაცხადა მან.„ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეაჩერეთ ბირთვული მუქარა. ეს სრულიად უადგილო და უსარგებლოა. და რაც მთავარია, შეაჩერეთ ომი უკრაინაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გაუმართლებელი აგრესიული ომია“, - განაცხადა რუტემ.„ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, როგორც უკვე აღვნიშნე - შეაჩერეთ ომი უკრაინაში და შეაჩერეთ ბირთვული მუქარა“, - დასძინა მან.

✕